Digest Logo

„გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას“ - ცაგარელი

1661839250
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული, შეუპოვარი და შრომისმოყვარე ქალწულის, მთვარე კი, ეთიკური და ესთეტური, თავშეკავებული და დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, საჩუქრების და სუვენირების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა კბილების და თირკმელების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ბეჟი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„ყოფილი ცოლისგან უტაქტობა გადაედო და ქართველობა დაეტყო…“ - იუნა შაფათავა ფადი ასლიზე

🔵🎥 „კომპიუტერი დამტვრეული ყოფილა და ესენი დახოცილები ეყარნენ... ასეთი ანგელოზი ბავშვები“ - 17 წლის ძმების ბურუსით მოცული მკვლელობა

🔵„ორივე ბავშვი და მამა შეესწრო... ცხედარზე იყო გადამხობილი“ - ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები