ასტროლოგმა ხატია ბედოშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მომდევნო ორი კვირის ასტროლოგიურ მოვლენებსა და პროგნოზზე ისაუბრა.
მისი თქმით, კვირა ზოგადად ჰარმონიულია, არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მიდის გარდატეხა, მიზეზი კი სოციალური და მატერიალური შიშებია.
„მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია იქნება დაძაბული, თუმცა ეს გარეგნულად არ აისახება, უფრო შინაგან დონეზე იქნება. ადამიანები დაიწყებენ ღელვას ფინანსებზე, თუმცა იმიტომ არა, რომ რაღაც კონკრეტული საჭიროება ექნებათ.
მომავალი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი. ეგზისტენციალური კრიზისი იქნება კარიერული თვალსაზრისით, რეალურად გამოსავალს ვერ დაინახავენ. ეს კრიზისები გლობალურ დონეზეც მიმდინარეობს.
გაგიჩნდებათ საკუთარ თავთან შეკითხვები. არ გირჩევთ ახალი საქმის წამოწყებას, არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები.
გექნებათ მარტოობის განცდა, დეპრესიული ფონი, თუმცა ამას არ უნდა შეუშინდეთ. საბოლოო ჯამში საკუთარ თავს იპოვით მხოლოდ მარტოობით.
კარგი იქნება თუ მომდევნო ორი კვირის მანძილზე ფიზიკური აქტივობით დაკავდებით, დალევთ ბევრ სითხეს და გამოიკვებებით მსუბუქად“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.
ვრცლად, იხილეთ ასტროლოგის პროგნოზი👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის კაცური ბედნიერება და ვის უფრო უჭირს შეცდომების აღიარება? - სახალისო ქუჩის გამოკითხვა