Digest Logo

🎥 რა არის კაცური ბედნიერება და ვის უფრო უჭირს შეცდომების აღიარება? - სახალისო ქუჩის გამოკითხვა

1732022751
ქუჩის გამოკითხვა

მამაკაცთა საერთაშორისო დღე - ყოველწლიური დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება 19 ნოემბერს. ის დაარსდა 1992 წლის 7 თებერვალს პროფესორ თომას ოსტერის ინიციატივით. ამ დღის დაწესების მიზანი იყო საზოგადოების მიერ ყურადღების მიქცევა მამაკაცების მიმართ გენდერულ დისკრიმინაციასა და სქესთა თანასწორობაზე, მამაკაცებისა და ჭაბუკთა ჯანმრთელობის ზრუნვაზე, აგრეთვე ოჯახში მამაკაცების დადებით გავლენასა და ბავშვთა აღზრდაზე.

ამჟამად ეს დღე აღინიშნება 70 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის არის აშშ, კანადა, ავსტრალია, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები, აფრიკისა და აზიის განვითარებადი ქვეყნები. მამაკაცთა საერთაშორისო დღეს მოსდევს ბავშვთა საყოველთაო დღე, რომელიც მეორე დღეს, 20 ნოემბერს აღინიშნება.

რა არის კაცური ბედნიერება, ვინ არის მართალი კაცი თუ ქალი და ვის უფრო უჭირს შეცდომების აღიარება? - სახალისო ქუჩის გამოკითხვა ქეთი ილურიძისგან გადაცემაში „იმედის დღე“👇