Digest Logo

„სამწუხაროდ, ჯერ ისევ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას“ – როგორია მერიკო კარტოზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

1731996497
მერიკო კარტოზია

გვერდი „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ჟურნალისტის მერიკო კარტოზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ ტელეწამყვანს დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეუძლია.

„მერიკო კარტოზიას გუშინ, 18 ნოემბერს, აშშ-ში კიდევ 1 ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ისევ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და წინ რთული სარეაბილიტაციო პერიოდი ელის.

პ.ს. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 20 აპრილს, ტელეწამყვანი გადასაღებ მოედანზე დაშავდა და მარცხენა ფეხის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შსს: აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში

⭕ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „ახალი მე“ – ალექსანდრე ზაზარაშვილმა იმიჯი შეიცვალა