Digest Logo

„უნდა მოითხოვოთ ადეკვატური ხელფასი, ფული დააბანდეთ ნამდვილად ღირებულ და ხარისხიან ნივთებში“ - რას მოგვიტანს ქირონის გადასვლა კუროში

1781428739
ასტროლოგია ასტროლოგია

რას მოგვიტანს ქირონის გადასვლა კუროში?

🛑 20 ივნისს ქირონი კუროში გადავა, სადაც 2034 წლამდე დარჩება. ზოგიერთი ასტროლოგიური სკოლა ქირონს საერთოდ არ აღიარებს, მაგრამ რადგან ასტროლოგიაში წარმოდგენილი გვყავს, უნდა ვიცოდეთ რა უნდა ჩვენგან, რას გვაძლევს და რას მოგვიტანს მომდევნო წლების განმავლობაში კუროში ყოფნის დროს.

ზოგიერთი ასტროლოგიური სკოლა ქირონს ვენერასთან ერთად კუროსა და სასწორის მმართველად მოიაზრებს. 2018 წლიდან ქირონი იყო ვერძში. რეტროგრადული სვლით, კიდევ მიაკითხავს ვერძს. უფრო კონკრეტულად კი 20 ივნისს გადასული 18 სექტემბრამდე იქნება კუროში და მერე დაუბრუნდება ვერძს 2027 წლის 14 აპრილამდე, 15-დან კი კუროში იქნება 2034 წლამდე. ნათალურ რუკაში ქირონი 50 წელიწადში ერთხელ ბრუნდება თავის ნიშანში. ქირონი კუროში იყო: 1976 წლის 28 მაისიდან 1976 წლის 13 ნოემბრამდე; 1977 წლის 28 მარტიდან 1983 წლის 21 ივნისამდე და 1983 წლის 29 ნოემბრიდან 1984 წლის 10 აპრილამდე.

🛑 თუ მითოლოგიას გავიხსენებთ, ქირონი იყო კენტავრი (ცხენ-კაცი) - უკვდავი, ქრონოსის შვილი, ბრძენი მკურნალი, რომელმაც უამრავი გმირი აღზარდა, მათ შორის აქილევსი და იასონი. ის საკუთარმა მეგობარმა, ჰერაკლემ, შემთხვევით დაჭრა მომაკვდინებელი ისრით. ტანჯვის შესაჩერებლად ქირონმა საკუთარი უკვდავება პრომეთეს გადასარჩენად დათმო, ზევსმა კი ის კენტავრის თანავარსკვლავედში მოათავსა.

🛑 ასტროლოგიაში მშვილდოსნის არქეტიპი ხშირად სწორედ ქირონთან ასოცირდება, რაც აერთიანებს მიზანსწრაფულობას, ფილოსოფიურ ძიებასა და ცოდნის გადაცემის სურვილს.

🛑 ნათალურ რუკაში ქირონი მიგვითითებს იმ წერტილზე, სადაც ვგრძნობთ ყველაზე დიდ ტკივილს, დაუცველობას, უსამართლობას ან ნაკლოვანებას. ეს არის ხშირად არაცნობიერი „ქრონიკული ჭრილობა“. ამასთანავე, ეს წერტილი გვიჩვენებს სფეროს, სადაც სხვების დახმარება, სწავლება და განკურნება საუკეთესოდ შეგვიძლია. ანუ პარადოქსი - განკურნო სხვა იქ, სადაც თავად ხარ დაჭრილი.

🛑 ანუ რა გამოდის, ქირონი დაჭრა თავისმა მეგობარმა და როგორც წესი, ცხოვრებაში ყველაზე დიდ ტკივილს გვაყენებენ ჩვენი ახლობლები. ახლაც, როცა ქირონი კუროში გადავა, იქნება შეგრძნება, რომ არ მაფასებენ, იმდენს არ მიხდიან... აქტუალური საკითხები იქნება: ფინანსები, საკუთარ სხეულზე ზრუნვა, სხვებისთვის დახმარების თხოვნა. გარდა ამისა, კუროს ქირონი მიგვითითებს, რომ აუცილებლად განიკურნები, თუ არ იქნები ჩაჭიდებული რესურსებს, სტაბილურობას. თუ გააცნობიერებ, რომ შეიძლება დაკარგო სიყვარული, ფული, სტაბილური სამსახური, თვითშეფასება და რომ არ უნდა გადაჰყვე ამ ყველაფერს, აი, სწორად მაშინ განიკურნები. ქირონი არის კომპრომისი, გონივრული ქმედება.

🛑 როცა ქირონი კუროში იქნება, შეიძლება იგრძნოთ ფინანსების დეფიციტი, გაგიჩნდეთ სიღარიბის შიში. მოგინდებათ ეკონომიის გაწევა, ხშირად იქნება: “ფული არ მყოფნის“. თუ აქამდე გათიშვამდე მუშაობდით, ახლა უნდა შეისვენოთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ სხეულს. ზოგიერთს შეიძლება სტრესის დროს მადა გაუმძაფრდეს ან პირიქით, კვებითი აკრძალვები დაუწესოს საკუთარ თავს.

მასაჟი, გამოძინება და ზომიერება კვებაში კარგი იქნება. ზოგიერთმა შეიძლება დატოვოს ქალაქის ბინა და სოფელში, ბუნებასთან ახლოს გადაცხოვრდეს. ზოგიერთი კი მიხვდება, რომ ფეშენ კაფეში მირთმეულ ყავას, შინ მოდუღებული ყავის დალევა ურჩევნია. ანუ ღირებულებების გადაფასება მოხდება. ამასთან, უნდა მოითხოვოთ ადეკვატური ხელფასი - არც მეტი, არც ნაკლები. ფული დააბანდეთ ნამდვილად ღირებულ და ხარისხიან ნივთებში, ნუ გამოეკიდებით მოდას. ხშირად ისეირნეთ ბუნებაში, ცვლიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულიც კარგია. აგრეთვე, ხშირად მოამზადეთ ჯანსაღი, გემრიელი საკვები, დარგეთ და მოუარეთ მცენარეებს.

🛑 როგორც უკვე გითხარით, ქირონი 50 წელიწადში ერთხელ ბრუნდება თავის ნიშანში. ამიტომ, თუ ახლა ან მომდევნო 7 წელიწადში გახდებით 50 წლის, უნდა განიკურნოთ ბავშვობის ტრავმებისგან. უნდა მისცეთ საკუთარ თავს კომფორტის, საკუთარი თავის მოვლის, მატერიალური კეთილდღეობის მიღების საშუალება. თუმცა, ფულის გამომუშავებით ნუ ჩაიკლავთ ტკივილებს, პირიქით, დაფიქრდით, ჩაუღრმავდით, განიკურნეთ და მერე სხვების განკურნებაც უფრო გაგიადვილდებათ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეცადე, მეტი დრო სახლში გაატარო, შეზღუდო კომუნიკაცია და ენერგია აღიდგინო“ - 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

„არ იჩხუბოთ, არ გადაიწვათ, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები ემოციების გავლენით...“ - ეზოტერიკოსი 14 ივნისის ენერგიებზე

როგორ დავძლიოთ ღამით ჭამის სურვილი? რას გვირჩევს ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა