Digest Logo

„ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის პერიოდში, ცაში ხდება საოცარი ასტრონომიული მოვლენა, რომელიც მის გარდაცვალებას სიმბოლურად ასახავს“ - ხათუნა ნოელი

1756566913
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ასტროლოგიურ მოვლენაზე საუბრობს, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ხდება:

„გაგიკვირდებათ, მაგრამ ყოველწლიურად, სწორედ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის პერიოდში, ცაში ხდება საოცარი ასტრონომიული მოვლენა, რომელიც მის გარდაცვალებას სიმბოლურად ასახავს:

სპიკა, ქალწულის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც ადრე გაზაფხულიდან მოყოლებული მუდმივად ჩანს ხოლმე ღამის ცაზე, აგვისტოს ბოლოსთვის კი როდესაც სპიკას შეერთება ხდება მზესთან, მზის სხივებში იმალება, თანდათან ჰორიზონტს ეფარება და აღარ ჩნდება. ის თითქოს „იძინებს“.

დიახ, არ მოგესმათ - ქალწულის ვარსკვლავის მიძინებაზე გესაუბრებით!

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული „დედამიწის ღერძის პრეცესია!, ანუ თანდათანობითი გადაადგილება ზოდიაქოების ღერძზე( რაც პრინციპში ჰქნის ერებს, თევზების ერა, მერწყულის ერა და ა.შ..), რომელიც 72 წელიწადში დაახლოებით 1 გრადუსს შეადგენს. ამიტომ მზისა და სპიკას შეერთება ათასწლეულების წინ აგვისტოს ბოლოს კი არა, სექტემბრის 20-21 რიცხვებში ხდებოდა და ემთხვეოდა არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენას - შემოდგომის დღეღამტოლობას.

ასე მაგალითად, სპიკა მზესთან შეერთებული იყო ჩვენი წელთაღრიცხვის 1ლი წლის 21 სექტემბერს. დღეს ამ თარიღზე რას აღვნიშნავთ? სწორია, წმინდა მარიამის შობის დღესასწაულს. შემთხვევითია ეს „დამთხვევა“? ცხადია, არა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიბლიურ დროში და უძველეს ტრადიციებში დროის გამოთვლა ხდებოდა ციური მოვლენების მიხედვით.

არც მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარული თარიღების კავშირია შემთხვევითი მზისა და მთვარის ციკლებთან ან ვარსკვლავების მოძრაობასთან. ქრისტიანული ეკლესია კარგად იცნობდა ცის ნიშნებს და არამხოლოდ მათ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ისტორიასაც კარგად იცნობდნენ და ნაყოფიერად ირგებდნენ თავის თავზე.

წარსულში ეკლესიის მამები, რომლებიც ლიტურგიული წლის კალენდარს ადგენდნენ, სიმბოლიზმისა და ღრმა თეოლოგიური მნიშვნელობის გასაძლიერებლად ბუნებრივ და ციურ მოვლენებთან აბსოლუტურად მიზანმიმართულად აკავშირებდნენ.

რა თქმა უნდა, ქალწულის თანავარსკვლავედი არსებობდა ცაზე ბევრად უფრო ადრეც და მას აკვირდებოდნენ არა მხოლოდ ქრისტიანი მამები, ძველ წარმართულ მსოფლმხედველობაში ეს თანავარსკვლავედი ნაყოფიერების დედა-ღმერთებს განასახიერებდა: შუმერებთან — ინანას, ეგვიპტელებთან — ისიდას, ბერძნებთან —დემეტრას ... ყველა მათგანი იყო "მარადიული ქალწულის" არქეტიპი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების მომტანი ძალა.

ქრისტიანულმა ტრადიციამ ადგა და უბრალოდ „ისესხა“ ეს სიმბოლიზმი, ისევე როგორც ბევრი სხვა წარმართული დღესასწაულები და ქალწულის თანავარსკვლავედი ღვთისმშობელთან, კიდევ ერთ „მარადიულ ქალწულთან" დააკავშირა. მას მერე ადამიანები წმინდა მარიამის მიძინებას აღვნიშნავთ მაშინ, როდესაც ცაში ქალწულის ვარსკვლავი იძინებს... რაც ზევითაა, ის ქვევითაა.

დღევანდელი ეკლესია კი რატომღაც ასტროლოგიას ებრძვის და თქვენი ჭირიმე, დიდებებს და ამინებს ნუ მიწერთ! რომ იცოდეთ, ძალიან არაქრისტიანულია ეგ სინამდვილეში“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კალიუმით მდიდარი საკვები ბევრად უფრო ეფექტიანად ამცირებს არტერიულ წნევას, ვიდრე უბრალოდ მარილის შემცირება“ - გიორგი ფხაკაძე

ნახეთ როგორ ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს თიკა ფაცაცია

ანიტა რაჭველიშვილი ოჯახთან ერთად ქობულეთში ისვენებს - მეცო-სოპრანო ზღვისპირეთში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს