Digest Logo

„გინდა, 2026 წელი შენს სასიკეთოდ შემობრუნდეს და ახალმა ეტაპმა წარმატება მოგიტანოს? ამისთვის ჯერ ...“ - ასტროლოგიური რეკომენდაციები!

1757000009
მატრიცა 888 • Matrix 888

საკონსულტაციო სააგენტოს „მატრიცა 888“, რომელსაც ასტროლოგი და ექსტრასენსი მართავს, ფეისბუკ გვერდზე ახალი პოსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ გვინდა 2026 წელი სასიკეთოდ შემობრუნდეს და ახალმა ეტაპმა წარმატება მოგვიტანოს:

„გინდა, 𝟐𝟎𝟐𝟔 წელი შენს სასიკეთოდ შემობრუნდეს და ახალმა ეტაპმა წარმატება მოგიტანოს?

ამისთვის ჯერ 𝟐𝟎𝟐𝟓 უნდა დახურო სწორად და აი, რას ნიშნავს ეს:

𝟐𝟎𝟐𝟓 წელი ატარებს 𝟗-იან კოდს, რომელიც ყოველთვის მიანიშნებს დასრულებასა და განთავისუფლებაზე. ეს არის დრო, როცა შენი ცხოვრება თითქოს მოითხოვს „გენერალურ დალაგებას“ ზუსტად ისე, როგორც სახლს ვალაგებთ დიდ დღესასწაულამდე: კუთხე-კუნჭულამდე ვასუფთავებთ, ვაწკრიალებთ ყველაფერს.

ახლა ყველაზე შესაფერისი დროა, საკუთარ ცხოვრებას გადახედო და გულწრფელად დაუსვა კითხვა: რა აღარ ემსახურება ჩემს ზრდას და ბედნიერებას? ეს შეიძლება იყოს უსარგებლო ნივთები, ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ენერგიას გართმევს, ან ურთიერთობები, სადაც უკვე სიმძიმეს და ტკივილს გრძნობ.

„სწორად დახურვა“ ნიშნავს მადლიერებით გამოხატო პატივისცემა ყველაფრის მიმართ, რაც აქამდე მოგიარე და შემდეგ მშვიდად გაუშვა ის.

ეს არ არის მტკივნეული პროცესი, არამედ პირიქით შვებისმომგვრელი. როდესაც ძველს უშვებ, შენს ცხოვრებაში ჩნდება ადგილი სიახლეებისთვის. სწორედ ეს ცარიელი სივრცე ხდება მაგნიტი ახალი შესაძლებლობებისა და ბედნიერების მოსაზიდად.

თუ ახლა ამ ნაბიჯს გადადგამ და წარსულს სიმშვიდით გაუშვებ, 𝟐𝟎𝟐𝟔 წელი შენს ცხოვრებაში ნამდვილად დაიწყება როგორც ახალი, სუფთა ფურცელი, სავსე ენერგიით, სითამამით და წარმატებისთვის აუცილებელი შესაძლებლობებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

თურქეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

„წითელი ბრინჯი აღარ არის რეკომენდებული ქოლესტერინის შესამცირებლად!“ - რა საფრთხეებზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

🎥 „ძალიან ბედნიერი ვარ და შოკირებული დღევანდელი დღით, დამაჯილდოვეს - კინოს და ინდუსტრიის პრემიით“ - თამო ვაშალომიძე