Digest Logo

„გონებას სჭირდება მიზეზი, რადგან გაურკვევლობა უფრო მტკივნეულია, ვიდრე ნებისმიერი „დამნაშავე“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1768914170
ჯანეტ ქერდიყოშვილი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს. 

მისი თქმით, ზოგჯერ ტკივილს ავტორი არ ჰყავს, ცხოვრებაში კი ყველა შეკითხვას პასუხი არ მოეძებნება:

„როცა ნავი გეჯახება და შიგნით არავინაა, ტვინი მაინც ეძებს ვინმეს, ვისაც დაადანაშაულებს.

ეს ბუნებრივია… გონებას სჭირდება მიზეზი, რადგან გაურკვევლობა უფრო მტკივნეულია, ვიდრე ნებისმიერი „დამნაშავე“.

ისე, „ცარიელი ნავი“ ყველაზე მძიმე დარტყმას გვაყენებს, რადგან მას სახე არ აქვს, ხმა არ აქვს, გამართლებაც არ აქვს...

ის გვახსენებს, რომ ზოგჯერ ტკივილს ავტორი არ ჰყავს, ცხოვრებაში კი ყველა შეკითხვას პასუხი არ მოეძებნება...

და მაინც, ჩვენ ვცდილობთ ნავში ვინმე „ჩავსვათ“, რადგან სიცარიელესთან დარჩენა გამბედაობას ითხოვს...

ცარიელი ნავი კი მასწავლებელია იმისა, რომ ყველაფერი, რაც გვეჯახება, აუცილებლად ვინმესგან არ მოდის, ზოგჯერ ეს უბრალოდ ცხოვრების დინებაა..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნათლისღების შემდეგ დღე მართლაც მაგიური, რბილი, მაგრამ ძალიან ძლიერი გამოდის“ - თაკო მელიქიშვილი 20 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

⭕„ამ დღეს სჯობს, ყველაფერი დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის გარეშე ვაკეთოთ“ - მთვარის პირველი დღის ტენდენციები

⭕ნატალია ყიფშიძის ახალი ტატუ - „საოცრად ლამაზი ხარ“