Digest Logo

„გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები

1785910721
დღის ენერგიები

5 აგვისტო: კომუნიკაციისა და გაფართოების ენერგია.

დღევანდელი დღე რიცხვი 5-ის ენერგიის ქვეშაა.

ეს არის კომუნიკაციის, ახალი შესაძლებლობებისა და საკუთარი იდეების მასშტაბურად წარმოჩენის დღე.

დღეს გააკეთეთ:

❤️ განავითარეთ თქვენი პროექტები და იდეები.

❤️ მეტი იურთიერთეთ, შეხვდით ახალ ადამიანებს. მათთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც მოდის.

❤️ გამართეთ მოლაპარაკებები, შექმენით სასარგებლო ნაცნობობა.

❤️ თამამად წარმოაჩინეთ საკუთარი თავი, გამოაქვეყნეთ პოსტები, გააკეთეთ პრეზენტაცია, ისაუბრეთ თქვენს საქმეზე.

❤️ გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის და ნუ ატარებთ გულში წყენას.

რას უნდა მოერიდოთ:

❤️ კამათსა და საკუთარი სიმართლის მტკიცებას. დღეს ბევრი ფარული რამ შეიძლება გამოაშკარავდეს.

❤️ სხვების განსჯას, მათი ქმედებების გამო.

❤️ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებსა და უაზრო დაპირისპირებას.

❤️ ნეგატიურ ფიქრებში ჩაძირვას და განცდას, რომ „ყველაფერი არასწორად მიდის“.

✨ დღეს განსაკუთრებით იღბლიანი დღეა მათთვის, ვინც დაიბადა 5, 14 ან 23 რიცხვში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყველაზე ძველ, ტოქსიკურ და მძიმე მიჯაჭვულობას ვემშვიდობები...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

⭕ სპათიფილუმი: მცენარე, რომელსაც ეზოტერიკაში მშვიდობის, ჰარმონიისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ - რას წერს თამუნა იოსელიანი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში