Digest Logo

„ყველაზე ძველ, ტოქსიკურ და მძიმე მიჯაჭვულობას ვემშვიდობები...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1785909369
ქეთევან ჯანდიერი

პარაფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს რომ რამდენიმეწლიანი მიჯაჭვულობის შემდეგ თამბაქოს ანებებს თავს:

„იცით, არის პერიოდები, როცა სამყარო თითქოს გეუბნება: „თუ რაღაცას უნდა დაემშვიდობო, ახლაა დრო.“
მე ამ დაბნელების დერეფანში ერთ-ერთ ყველაზე ძველ, ტოქსიკურ და მძიმე მიჯაჭვულობას ვემშვიდობები.

13 წელი თამბაქო მხოლოდ ჩვევა არ იყო. ის იყო რიტუალი. პაუზა. გაქცევა. ზოგჯერ ილუზია, რომ სიცარიელეს ავსებდა. ჩემი „მესაიდუმლე” „მეგობარი” იყო.

ახლა ვირჩევ, ეს ენერგია საკუთარ თავს დავუბრუნო.

ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ ვწერ, რადგან სიტყვასაც თავისი ენერგია აქვს.

როცა სამყაროს წინაშე ამბობ: „ვირჩევ თავისუფლებას“, უკან დასახევი გზა უკვე აღარ არის. ადრე შევძელი (1 წლის წინ) ყველაზე დიდი პაუზა, 6 თვე იყო რაც არ მომიწევია. მაგრამ დავუბრუნდი. დღეს ისევ მინდა ეს დამოკიდებულება ჩავხსნა.

ვიცი, რომ იქნება ტალღები. სხეული თავისას მოითხოვს. ჩვევა ხმას ამოიღებს. მაგრამ ტალღა ყოველთვის გადის… თუ მას არ გამოკვებავ. (15-წუთიანია სხვათა შორის, მეტი არა)

დაბნელების დერეფანი ჩემთვის არის არა შიშის, არამედ გათავისუფლების სივრცე. პერიოდი, როცა ძველი ენერგია იხურება და ახალი არჩევანი იბადება“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სპათიფილუმი: მცენარე, რომელსაც ეზოტერიკაში მშვიდობის, ჰარმონიისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ - რას წერს თამუნა იოსელიანი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

⭕„შეიძლება ადამიანი არ იყოს მადლიერი, იმით თუნდაც, რომ ღმერთმა მას სიცოცხლე მისცა?!“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე