Digest Logo

სპათიფილუმი: მცენარე, რომელსაც ეზოტერიკაში მშვიდობის, ჰარმონიისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ - რას წერს თამუნა იოსელიანი

1785907869
თამუნა იოსელიანი

ეზოტერიკული შეხედულებების მიხედვით, სპათიფილუმი დადებითი ენერგიის, შინაგანი სიმშვიდისა და ოჯახური ჰარმონიის სიმბოლოა. ამ რწმენით, მცენარე ხელს უწყობს სახლში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას, ამცირებს ნეგატიური ენერგიის გავლენას და კეთილდღეობასთან ასოცირდება. თუმცა, ეს წარმოდგენები კულტურულ და სულიერ ტრადიციებს ეფუძნება და მეცნიერულად დადასტურებული არ არის.

აღნიშნულ მცენარეზე ინფორმაციულ პოსტს ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:

„ეზოტერულ ტრადიციებში მას ხშირად „ქალის ბედნიერების ყვავილს“ უწოდებენ. მიიჩნევა, რომ ის სახლში უფრო მშვიდ და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის, ურთიერთობებს აძლიერებს და სივრცეს სასიამოვნო ენერგიით ავსებს. მაგრამ, ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ.

🏡 სახლში არსებობს ე.წ. ფინანსური ღერძი — ის იწყება ჩრდილოეთიდან და სამხრეთის მიმართულებით მთელ სახლს გასდევს. თუ ჩრდილოეთი ჰარმონიულია, აქვს სინათლე, ფანჯრები, სიმსუბუქე და არ არის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, ითვლება, რომ ეს ხელს უწყობს ფინანსური შესაძლებლობების, სასარგებლო ნაცნობობებისა და ახალი პროექტების მოზიდვას.

თუმცა, თუ სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის ან სამხრეთ-დასავლეთის მხარეს არის გარკვეული არქიტექტურული თავისებურებები — მაგალითად, დიდი ღიობები, აივნები ან სხვა ელემენტები, ვასტუს სწავლების მიხედვით, ეს შეიძლება ენერგიის გადინების სიმბოლოდ განიხილებოდეს. ასეთ დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ბევრს შრომობს, მაგრამ შედეგი მოსალოდნელზე ნაკლებია.

🌱 ვასტუს პრაქტიკაში ერთ-ერთ სიმბოლურ გამოსავლად მიიჩნევა დიდი ზომის ოთახის მცენარეები ფართო ფოთლებით. სპათიფილუმი ამ მიზნით ხშირად რეკომენდებული მცენარეა, განსაკუთრებით თუ ის კვადრატული ფორმის ქოთანში არის მოთავსებული. ვასტუს მიხედვით, კვადრატი სტაბილურობისა და მყარ საფუძველს განასახიერებს და სივრცის ენერგეტიკულ ბალანსს სიმბოლურად აძლიერებს.

✨ რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მცენარე ყველა საკითხს ვერ მოაგვარებს. ვასტუს კონსულტაციების დროს სივრცის კორექტირება ინდივიდუალურად, სახლის განლაგებისა და თავისებურებების მიხედვით ხდება.

🌿 ამ თვეში განსაკუთრებით ხელსაყრელად მიიჩნევა სამი სექტორი:

💰 სამხრეთ-აღმოსავლეთი — ფინანსების, ახალი შესაძლებლობებისა და კარიერული ზრდის სექტორი. შესანიშნავი ადგილია სამუშაოდ, მოლაპარაკებებისთვის და მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.

📚 აღმოსავლეთი — ცოდნის, განვითარების და წარმატების სექტორი. იდეალურია სწავლისთვის, გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ახალი პროექტების დასაწყებად და ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

💛 სამხრეთ-დასავლეთი — სიბრძნის, შინაგანი ძალისა და მხარდაჭერის სექტორი, განსაკუთრებით ქალებისთვის. თუ გსურთ თავდაჯერებულობის გაძლიერება და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა, ეცადეთ ამ სივრცეში მეტი დრო გაატაროთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

⭕„შეიძლება ადამიანი არ იყოს მადლიერი, იმით თუნდაც, რომ ღმერთმა მას სიცოცხლე მისცა?!“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 „დივა!“ - ლიზა ყენია ახალ კადრებს აქვეყნებს