Digest Logo

„გვიბიძგებს, ჩავუღრმავდეთ საკუთარ ემოციებს, გადავაფასოთ არსებული...“ - 23 ოქტომბერს მზე მორიელის ნიშანში გადავა

1792606124
თამარ ხოსროშვილი

23 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:38 საათზე, მზე ნიშანს იცვლის და სრული ინტენსივობით სამყაროში მორიელის ღრმა და ტრანსფორმაციული ენერგია შემოდის.

ვენერა და მერკური ამ დროს უკვე მორიელის ზოდიაქოში მოძრაობენ.

♏️მორიელის სეზონზე მთავარი აქცენტი შინაგან სამყაროზე, ემოციურ სიღრმეზე და სულიერ წიაღსვლებზე გადადის, შემოდის ტრანსფორმაციული ენერგია, რაც სიმბოლურად გვიბიძგებს, ჩავუღრმავდეთ საკუთარ ემოციებს, გადავაფასოთ არსებული, გავუშვათ, რაც გასაშვებია, გარდავიქმნათ და საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას მივუახლოვდეთ.

მორიელი ფიქსირებული წყლის ნიშანია, რაც ასტროლოგიურ სიმბოლიკაში განსაკუთრებულ შინაგან მდგრადობას, ემოციურ გამძლეობასა და ფსიქოლოგიურ სიღრმეს უკავშირდება. მისი ბუნება აისბერგს შეიძლება შევადაროთ — გარედან მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს, მაშინ როდესაც უდიდესი ნაწილი ზედაპირის ქვეშაა დამალული.

გარეგნული სიმშვიდის მიღმა ხშირად ინტენსიური ემოციური პროცესები და მოვლენების სიღრმისეული ანალიზი მიმდინარეობს. მორიელის არქეტიპის გამორჩეული თვისება კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების უნარია. რატომ? მორიელის ბუნება მოვლენების ზედაპირული აღქმით არ შემოიფარგლება. მას სურს ჩასწვდეს არსს, დაინახოს ფარული მოტივები, წინასწარ განჭვრიტოს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები. თითქოს გონებაში უკვე მრავალჯერ აქვს გათამაშებული ყველაზე რთული სიტუაციებიც და როდესაც კრიზისი რეალურად დგება, მას შინაგან მზაობა უკვე აქვს, აქვს გამძლეობაც და მომზადებული უპირისპირდება სირთულეებს.

მორიელის მთავარი თვისებებია:

✨ ძლიერი ნებისყოფა და შინაგანი გამძლეობა;

✨ თვითკონტროლი და მიზანდასახულობა;

✨ ფსიქოლოგიური სიღრმე და გამჭრიახობა;

✨ დაკვირვებისა და ფარული მოტივების ამოცნობის უნარი;

✨ ერთგულება და ემოციური ინტენსიურობა;

✨ რეგენერაციისა და გარდაქმნის უნარი.

რაც შეეხება მის ჩრდილოვან მხარეს, საფრთხის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ზოგჯერ ეჭვიანობაში, უნდობლობასა და კონტროლის მოთხოვნილებაში ვლინდება. მორიელს შეიძლება უჭირდეს წყენის დავიწყება, პატიება და ძლიერი ემოციური კავშირების გაწყვეტა. მორიელის ტრადიციული მმართველი მარსია, რომელიც მის ნებისყოფას, ბრძოლისა და გადარჩენის ინსტინქტს უკავშირდება. თანამედროვე ასტროლოგიაში მის მმართველად პლუტონიც მიიჩნევა, რომელიც სიღრმისეულ გარდაქმნას, ძალაუფლების თემებსა და ტრანსფორმაციულ პროცესებს განასახიერებს.

🦅🔥მორიელის ტრანსფორმაციული ბუნების ერთ-ერთი სიმბოლო ფენიქსია — მითოლოგიური ფრინველი, რომელიც ფერფლიდან ხელახლა იბადება. სწორედ ამიტომ უკავშირდება ამ ნიშანს სიკვდილისა და ხელახალი დაბადების სიმბოლიკა — ძველის დასრულება, კრიზისის გადალახვა და შინაგანი განახლება.

მორიელის სეზონი სიმბოლურად გვთავაზობს შესაძლებლობას, გავაცნობიეროთ დაფარული შიშები, გავთავისუფლდეთ მოძველებული ემოციური დამოკიდებულებებისგან და მივიღოთ აუცილებელი ცვლილებები. რამდენად დამანგრეველიც უნდა აღმოჩნდეს ცხოვრებისეული გამოცდილება, მორიელის არქეტიპი გვახსენებს, რომ ყოველთვის არსებობს ძალის ხელახლა პოვნის, ფერფლიდან აღდგენისა და ცხოვრების თავიდან აშენების შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ვესაუბროთ ბავშვს ADHD-ით და შევცვალოთ ყოველდღიური ქაოსი? - ფსიქოლოგის რეკომენდაცია

⭕„მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ აღარ მიფიქრია მეორედ გათხოვება“ - რას ჰყვება კრისტი ყიფშიძე

⭕„მშვიდობით, კაპიტანო... მიყვარხარ და მომენატრები“ - ცნობილი სახეები გიორგი ნემსაძეს ემშვიდობებიან

✕