Digest Logo

„მშვიდობით, კაპიტანო... მიყვარხარ და მომენატრები“ - ცნობილი სახეები გიორგი ნემსაძეს ემშვიდობებიან

1792600591
გიორგი ნემსაძე

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

„ძალიან მაგარი ბიჭი დააკლდა ქვეყანას, დიდი ფეხბურთელი და დიდი კეთილი კაცი, ნემსა“, - წერს ზურა ნიჟარაძე. 

„ნემსა, მიყვარხარ და მომენატრები“, - წერს შოთა არველაძე. 

„მშვიდობით, კაპიტანო!“, - წერს სანდრო ელოშვილი.

გიორგი ნემსაძემ  1992–2004 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა. 

კარიერა დაიწყო და დაასრულა თბილისის „დინამოში“. ასევე თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია.

იგი თამაშობდა გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოფერში“ და იტალიურ „რეჯანაში“. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც კაპიტანი იყო და 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ადამიანისაგან?

⭕„ძალიან საყვარელი სიცილი ჰქონდა, გოგო თანამედროვე რაღაცებს უნდა ავუწყოთ ფეხიო, მითხრა...“ - გიორგი ნემსაძეს მეგობარი ემშვიდობება

⭕„ჩემი დიდი გამარჯვება იცით რა არის? პირველი ფოტოდან მეორე შედეგამდე რომ მივედი“ - ლორენ მასხულია ტრანსფორმაციაზე

✕