Digest Logo

„გვთხოვს დავინახოთ დეტალები...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1788808945
თამარ ხოსროშვილი

„11 სექტემბერს, თბილისის დროით 07:27-ზე, ახალმთვარეობაა ქალწულის ზოდიაქოს 18°26′-ზე“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი აქვეყნებს:

„🌑♌️ეს პირველი ახალმთვარეობაა აგვისტოს დაბნელებების დერეფნის შემდეგ. დერეფანი დასრულდა, თუმცა გვახსოვდეს, რომ დაბნელებების გავლენა ხანგრძლივია — ამ დროს დაწყებული თემები მომდევნო თვეების განმავლობაში ვითარდება და განსაკუთრებით აქტიურდება მაშინ, როდესაც დაბნელების გრადუსებს სხვა მნიშვნელოვანი პლანეტები ეხებიან.

♌️ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იუპიტერი, ახლო მომავალში, რამდენჯერმე გაივლის ლომის 20 გრადუსს სადაც მზის სრული დაბნელება მოხდა. პირველად ეს იქნება ამ წლის ოქტომბრის დასაწყისში პირდაპირი სვლით, შემდეგ 2027 წლის თებერვლის ბოლოს რეტროგრადული მოძრაობით და მესამედ — უკვე პირდაპირი სვლით, მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში.

♌️დაბნელების გრადუსს ლომში ნოემბრის დასაწყისში მარსიც გაივლის. მეორეჯერ ის ამ გრადუსს უკვე შემდეგ წელს დაუბრუნდება რეტრო სვლით როდესაც ქალწულიდან ისევ ლომში დაბრუნდება, ხოლო 1 აპრილს სწორედ ამ გრადუსზე ხდება სტაციონარული და იწყებს უკვე პირდაპირ მოძრაობას. ეს აგვისტოს მზის სრული დაბნელების გრადუსს უაღრესად მნიშვნეოლავანს ხდის. 

ამიტომ მათთვის, ვის ნატალურ რუკაშიც ლომის 20°-ის სიახლოვეს მნიშვნელოვანი პლანეტა ან კუთხეა და ვისთვისაც აგვისტოს დაბნელება რეზონანსული აღმოჩნდა, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ეტაპად განვითარებული პროცესი. ოქტომბერი და ნოემბერი ამ თემების პირველ განვითარებას ან გააქტიურებას შეიძლება უკავშირდებოდეს, ხოლო 2027 წლის გაზაფხული — მათ დაბრუნებას, გადახედვას ან განვითარების ახალ ეტაპს.

♍️✅რაც შეეხება თავად ახალმთვარეობას ქალწულში, მისი მთავარი თემა მოწესრიგებაა. ქალწული მუტაბელური მიწის ნიშანია — ის გვთხოვს დავინახოთ დეტალები, გავარჩიოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან და პრაქტიკული ფორმა მივცეთ იმას, რაც აქამდე ქაოტური ან დაუმუშავებელი იყო.

☑️ეს კარგი დროა იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ყველაფერი - პირველ რიგში გარემო ჩვენს გარშემო, ყოველდღიური რუტინა, სამუშაო პროცესი, აზრები, რომლებიც გონებაში გვიტრიალებს, არ გადავდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რუტინული შემოწმებები. დავყოთ რთული საკითხები პატარა, მართვად ნაწილებად და გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც ზედმეტ დროსა და ენერგიას გვართმევს. დეტალების სწორად დალაგებით სივრცეს ვათავისუფლებთ უფრო დიდი სურათისთვის. როდესაც ყოველდღიურობა გამართულად მუშაობს, როდესაც პროცესები პრაქტიკულად და ოპტიმალურად დალაგებულია, ნაკლები ენერგია იხარჯება წვრილმანებზე და მეტი რესურსი გვრჩება უფრო მასშტაბურ და მსხვილ, გრძელვადიან გეგმებსა და მნიშვნელოვან მიზნებზე კონცენტრირებისთვის.

♎️ამ ახალმთვარეობის მმართველი მერკური სასწორშია, ამიტომ ქალწულის პრაქტიკულ და ანალიტიკურ მიდგომას სასწორის ხედვაც ემატება. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დეტალების სწორად შეფასება, არამედ სხვადასხვა პოზიციის გათვალისწინება და ბალანსის პოვნა. ეს განსაკუთრებით ეხება ურთიერთობებს, შეთანხმებებსა და კომუნიკაციას — სად არის საჭირო რაღაცის დაზუსტება, გადახედვა ან ისეთი ფორმის მოძებნა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს.

♂♋️ახალმთვარეობა სექსტილს ქმნის მარსთან კირჩხიბში, რაც ამ პროცესს ქმედების იმპულსს მატებს. მარსი გვაძლევს ბიძგს, რომ მხოლოდ ანალიზით არ შემოვიფარგლოთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგათ. სექსტილი შანსებს ქმნის, თუმცა მის გამოყენებას ჩვენი ჩართულობა სჭირდება — ჩვენი ინიციატივა აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შესაბამისად გამოვიყენოთ ეს დრო, აღარ გადავდოთ და მოვაწესრიგოთ ის რასაც დიდი ხანი ვდებდით. სწორედ ეს ახალმთვარეობა გვაძლევს ამისთვის კარგ შესაძლებლობას“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის და ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ - თამო ვაშალომიძე

🎥 „ისეთი თბილები და მეგობრულები იშვიათად თუ შეგხვდებიან, როგორიც ქართველები არიან...“ - ლელა მებურიშვილი

⭕„მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას...“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი