Digest Logo

🎥 „ინსპირაციას უცხო ადამიანებისგან ვიღებ, მათთან კომუნიკაციით“ - გაიცანით ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც კოლაჟის ტექნიკას იყენებს

1738303096
თეა ჯიქიათეა ჯიქია

რეალისტური პორტრეტები და კოლაჟის ტექნიკა - სტილი, რომლითაც 30 წლის ხელოვანმა საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა.

გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“  მხატვარი თეა ჯიქია გაგვაცნო და მისი გზა ცხოვრებისეული დაბრკოლებებიდან მომავლის დიდ გეგმებამდე წარმოგვიდგინა.

„მიყვარს დეტალებზე დაკვირვება, მაქვს დამახასიათებელი სიმბოლო, მაგალითად მთვარე, რაც ყველა ნამუშევარში გამოვიყენე.

საინტერესოა წითელი ფერი, რასაც მკვეთრად ვხატავ, ან კომპოზიციურად ვანაწილებ.

ინსპირაციას უცხო ადამიანებისგან ვიღებ, მათთან კომუნიკაციით. მაინტერესებს მათი შინაგანი სამყარო, ბუნებაში შემიძლია საათობით ვიარო, ვუყურო და ინსპირაცია ავიღო.

არის ნამუშევრები, სადაც რაღაც პერიოდი შესვენება მჭირდება“, - ამბობს თეა ჯიქია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დამთხვევებს...“ - 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ეკლესიაში მოხდა ჩვენი სხივი და ვიცოდი ქორწილშიც გაგრძელდებოდა...“ - „დუეტი ლეონის“ სიყვარულის ისტორია

⭕ახალციხეში „სმარტის“ შენობაში აფეთქება მოხდა