ჰელოუინი ანუ შავი მაგიისა და ჯადოქრების დღეა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების ტენდენცია.
თავი შეიკავეთ საკუთარ თავზე საუბრისა და ზედმეტი ინფორმაციის გაცემისგან, რადგან ბევრი ეცდება მიღებული ინფორმაციის თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი მეგობრების შეძენა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.
ჯანმრთელობა – განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევისგან. დროებით უარი თქვით ალერგიული პროდუქტის მირთმევაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.ჰელოუინი ანუ შავი მაგიისა და ჯადოქრების დღეა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება,
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ არის თბილისის კოლორიტის ნიაზ დიასამიძის შვილიშვილი და რას ჰყვება იგი გარდაცვლილ ბაბუაზე
🎥 ამბავი ოჯახზე, რომელმაც ორი შვილი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა