ეზოტერიკის პრაქტიკოსი Abagael Bagi სოციალურ ქსელში 28 დეკემბრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, დღე შესანიშნავია შერიგებისთვის. იგი გირჩევთ, რომ მოერიდოთ უკიდურესობებს - არც ზედმეტი ხელმომჭირნეობა ვარგა და არც მფლანგველობა:
„28 დეკემბერი: „ზომიერება“ (XIV) - ჰარმონიისა და ბალანსის დღე.
ზოგადი დღის ფონი: ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აჟიოტაჟი იზრდება, მაგრამ არკანი „ზომიერება" გირჩევთ, შეინარჩუნოთ „ოქროს შუალედი“. ნუ აჩქარდებით. ეს არის შერიგების, სიმშვიდის და ვითარების დასტაბილურების დღე.
მნიშვნელოვანი საკითხები: დროა, დაასრულოთ ძველი კონფლიქტები და მოძებნოთ კომპრომისები. თუ რამე გაწუხებდათ, დღეს შეძლებთ სიტუაციის გამოსწორებას. შეურიეთ სასიამოვნო სასარგებლოს.
ურთიერთობები: იდეალური დღეა შერიგებისთვის. წყვილებში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა. მარტოხელებისთვის - მშვიდი და სასიამოვნო ნაცნობობა.
ფინანსები: მოერიდეთ უკიდურესობებს - არც ზედმეტი ხელმომჭირნეობა ვარგა და არც მფლანგველობა. გადაანაწილეთ რესურსები გონივრულად.
ჯანმრთელობა: დღის მთავარი თემაა სითხეების ბალანსი ორგანიზმში. კარგია დეტოქსი, წყლის პროცედურები და ალკოჰოლისგან თავის შეკავება (ჯერჯერობით)“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიმღერა უნდა ჩავწერო შენთანო, ძალიან უნდოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ლევან კბილაშვილის დედა