ტელეწამყვანი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ნოე სულაბერიძე მეუღლესთან ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად გადაცემაში „კულინარიული დუელი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მათი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, პირველად ყოფილი „მის საქართველო“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ნახა:
„უცბად აფეთქდა ყველაფერი. პირველად „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვნახე, ლამაზი გოგოა - მეთქი, ზედაპირულად შევხედე. როდესაც ეთერში ვნახე მისი მეტყველება, ინტელექტი, აზრთა წყობა, გავოგნდი და მომინდა გაცნობა, მაგრამ იგი საქართველოდან წავიდა.
მერე დადგა პერიოდი, როცა გადავწყვიტე ინიციატივა გამომეჩინა და მარტივად, ბანალურად, სოციალურ ქსელში მივწერე, თავადაც გამომეხმაურა.
პირველ რიგში, მინდოდა საკუთარი თავი მენახა, როგორი ვიქნებოდი და შევესაბამებოდი ჯანეტს“, - ამბობს ნოე სულაბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიმღერა უნდა ჩავწერო შენთანო, ძალიან უნდოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ლევან კბილაშვილის დედა
⭕ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ჰელენი დაინიშნნენ - „ჩვენ“
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ღირს თავის შეკავება 28 დეკემბერს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი