Digest Logo

„იძაბება სიტუაცია, მოდის ზედმეტად დიდი აგრესიული ენერგია კოსმოსიდან...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1705906258
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით გამოირჩევა. პლუტონი, ერთ-ერთი უძლიერესი პლანეტა გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში, სადაც 2044 წლამდე გაჩერდება.

გარდა ამისა, 22-28 იანვრის კვირაში 3 მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს, რაზედაც დაწვრილებით ქვეყნის მთავარ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„პლუტონი, ერთ-ერთი უძლიერესი პლანეტა გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში, 2044 წლამდე. გუშინ დაიწყო 20-წლიანი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. 

მიმდინარე კვირაში გვაქვს 3 მნიშვნელოვანი მოვლენა:

23 იანვარი, სამშაბათი პლანეტა ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს თხის რქაში. ეს კი სასიყვარულო ურთიერთობებს გახდის სხვანაირს. ნაკლებად იქნება გრძნობები და ემოციური აფექტები, მეტი იქნება საქმე. თხის რქას არ უყვარს ზედმეტი ლაპარაკი, ანუ სიყვარულს ამტკიცებს საქმით. იზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა პარტნიორების მიმართ, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა მოიმატებს. 

25 იანვარი, ხუთშაბათი სავსემთვარეობა, რომელიც მერწყულსა და ლომს შორის ხდება მზის და მთვარის განლაგება, ქმნის 180 - გრადუსიან დაძაბულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას. იძაბება სიტუაცია, მოდის ზედმეტად დიდი აგრესიული ენერგია კოსმოსიდან, რაც ბევრ ადამიანში გამოიწვევს ზედმეტ აღტყინებას, დეპრესიას, კონფლიქტებს, ცდუნებებს, ამიტომ ეს დღე გაიარეთ ფრთხილად. არანაირი ახალი, მნიშვნელოვანი ამ დღეს არ დაგეგმოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მოერიდეთ სოლარიუმს, სიმძიმეების აწევას და საუნას.

27 იანვარი, შაბათი, პლანეტა ურანი ხდება სწორ მავალი. დემოკრატიული კანონების მიღება გაადვილდება, სიახლეების, რეფორმების შემოტანა გაცილებით უფრო ადვილი იქნება. უმჯობესდება მეგობრული კონტაქტები.

დღევანდელი და ხვალინდელი დღე გაიარეთ ყურადღებით, ქალბატონებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. მათი მხრიდან ჭორების, ინტრიგების ალბათობა მოიმატებს, ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ლევან ჩხაიძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა - „ჩვენი ჯაკო“

🔵  სუსი: შეტყობინებები ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ უცხოეთიდან განხორციელდა

🔵  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ❄️