Digest Logo

„ერთხელ კოკო შანელმა თქვა: თქვენ არასდროს გექნებათ მეორე შანსი, რომ დატოვოთ პირველი შთაბეჭდილება. მართლაც“- გია მურღულია

1705900903
ფილოლოგი

ფილოლოგიის დოქტორი, დამსახურებული პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ერთხელ კოკო შანელმა თქვა:

„თქვენ არასდროს გექნებათ მეორე შანსი, რომ დატოვოთ პირველი შთაბეჭდილება“.

რა განწყობას უქმნით ახალგაცნობილ ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანია - ის მომავალ ურთიერთობებს გეზს აძლევს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის და რაკი პირველ შეხვედრას სხვებიც შეიძლება მოსდევდეს, ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ ახალ ადამიანს შეხვდით თქვენი ნამდვილი სახით - უკეთესი იქნება, თუ ასე გააგრძელებთ ყოველ მომდევნო ჯერზეც.

თუნდაც თავის მოსაწონებლად „თამაში“ საჭირო არ არის - უკვე მეორე შთაბეჭდილება აზუსტებს და თვალსაჩინოს ხდის პირველს.

ბუნებრიობა, რომელიც მუდმივ „თამაშს“ არ გულისხმობს, ყველაზე კარგი „პირველი შთაბეჭდილებაა“.
და მაინც, სრულად გამოიყენეთ პირველი შესაძლებლობა - ის, მართლაც, არასდროს გამეორდება“,- წერს გია მურღულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„გისურვებთ, კიდევ ბევრ წარმატებულ საქმეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - ნოე სულაბერიძე თეა წულუკიანს დაბადების დღეს ულოცავს

🎥 „სინამდვილეში კი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ამბავში, ამ ქალის სიხარულია“ - თედო ბექაურის ბებიის ემოციური კადრები

🎥 გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები პოსტინფექციური ხველის მკურნალობაზე