
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 26 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი 26 აგვისტოსთვის
მთვარის დღე — 3 / 4
მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე სასწორში
ვერძი
დღეს შეიძლება თავში ზედმეტად ბევრი ფიქრი გიტრიალებდეთ, რაც ხელს შეგიშლით კონცენტრაციაში. დილით საქმეები არ გამოგივათ, მაგრამ შუადღისთვის იგრძნობთ სიმსუბუქეს და შემოქმედებითი ენერგია გაგიძლიერდებათ. მოსალოდნელია ახალი იდეები და ინსპირაცია.
კურო
საჭიროა არა მხოლოდ საუბარი ცვლილებებზე, არამედ ქმედებაც. ზოგი უკვე ფიქრობს, რომ თქვენ მიზნებს ვერ შეასრულებთ — აჩვენეთ, რომ ცდებიან. არ შეგეშინდეთ უცნობის, რადგან ყოველი დღე ისედაც მოულოდნელობებით სავსეა.
ტყუპი
შეგიძლიათ თავი დაბნეულად იგრძნოთ და ვერ გაიგოთ, საით წახვიდეთ. ამ დღეს სჯობს უარი თქვათ დაუფიქრებელ ნაბიჯებზე. გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. საღამოს მოისურვებთ მეგობრებთან გულწრფელ საუბარს.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანია, დაკავდეთ იმით, რაც სიხარულს განიჭებთ. იგრძნობთ სიღრმისეულ მიჯაჭვულობას პარტნიორთან. თქვენი თანაგრძნობა სხვებს დაანახვებს, რომ თქვენთან სიმშვიდეა. თუმცა ემოციური გადატვირთვა შეიძლება დაღლილობად იქცეს.
ლომი
შესაძლოა შეხვდეთ სხვების დაუკმაყოფილებლობას. ოჯახის წევრებიც კი ჩათვლიან, რომ თქვენი გეგმები დროისა და ფულის ფუჭი ხარჯია. მაგრამ თქვენ შეძლებთ დაასაბუთოთ, რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი. თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ.
ქალწული
ყველა წინადადება ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. თქვენი დეტალებზე ფოკუსირება წარმატებას მოგიტანთ. სიყვარულში იგრძნობთ ახალ ვნებას. შესანიშნავი დროა ურთიერთობების გაღრმავებისა და სტაბილურობისთვის.
სასწორი
იღბალი ისევ გიბრუნდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები სამსახურში და ფინანსურ საკითხებში. ოჯახში პრობლემები მოგვარდება. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
მორიელი
დღე პროგრესს მოგიტანთ სხვადასხვა სფეროში: სამუშაო, ფინანსები, ურთიერთობებსა და ჯანმრთელობაში. ცვლილებები პოზიტიური იქნება, თუმცა საჭიროებს გადაწყვეტილებებს. შრომის სურვილი გაიზრდება და სწორი გამოსავლის ძიებას არ შეწყვეტთ.
მშვილდოსანი
დღეს მოისურვებთ საზღვრების გაფართოებას და რისკზე წასვლას. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ ინიციატივა შედეგიანად დასრულდება. თქვენში მეტი თავდაჯერება და ენერგიაა. შეზღუდვებს ვერ აიტანთ, მაგრამ გულწრფელობასა და ნდობას პარტნიორში დააფასებთ.
თხის რქა
ვარსკვლავები ხელს გიწყობენ საქმიანობაში და გამძლეობაში. მიიღებთ სიამოვნებას თქვენი შრომით. პატარა პრობლემები ვერ შეგაფერხებთ. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რათა არ შეურაცხყოთ ახლობლები.
მერწყული
გარეგნულად მშვიდი და მეგობრული იქნებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მტკიცედ დაიცავთ საკუთარ პოზიციას. არავის აპატიებთ უსამართლობას და ღალატს. შესაძლებელია რომანტიკული გრძნობის გაღვივება მეგობართან. არსებული კავშირებში კი საერთო ინტერესები დაგაახლოებთ.
თევზები
როგორც წყლის ნიშანი, ბუნებრივად გესმით სხვების ემოციები და ამით შეგიძლიათ გაამყაროთ ურთიერთობები. თუმცა ამავე დროს გაიზრდება მგრძნობელობა და სიფრთხილე გახსნილობაში. სამსახურსა და ფინანსებში წინსვლა გელით, თუმცა მოსალოდნელია დამატებითი ხარჯები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სულიერი განათლება ადამიანს ეძლევა მხოლოდ ეკლესიაში...“ - რას ამბობს მღვდელი გაბრიელ მჟავია
📸ანუკი არეშიძის გლამურული ლუქი კვლავ გამომწერების ყურადღებას იპყრობს
⭕ ინგლისის სანაპიროსთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა