
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი სოციალურ ქსელში მღვდელ გაბრიელ მჟავიას ქადაგებიდან ამონარიდს აქვეყნებს:
„სულიერი განათლება ადამიანს ეძლევა მხოლოდ ეკლესიაში, მხოლოდ საიდუმლოებებეთან ზიარებით. თუ ადამიანი არ დაეწაფება სულიერ ცოდნას, რომელიც დაუნჯებულია ქრისტიანულ ეკლესიაში, ის დარჩება გონებით ყრმა.
არ შეიძლება, ქრისტიანს საკუთარი ცხონების მიმართ ჰქონდეს არასერიოზული დამოკიდებულება.
ჩვენ ასე ვართ სამწუხაროდ, გვგონია, რადგან ღმერთი მოწყალე მამაა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სულიერად განუვითარებელი ბავშვები და არ იქნება პრობლემა.
ზეციერი მამა კი ხედავს, რომ თუ არ მოხდება გონებით, გულით და სულიერი არსებით ჩვენი განვითარება, ეჭვქვეშ დადგება ჩვენი შეერთება მასთან და საუკუნო სიხარულთან.
(მათე 7:24) „ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი“.
დაფუძნება (დაშენება) ხდება რით? - სწორი ღვთისმსახურებით“, - აღნიშნავს სასულიერო პირი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸ანუკი არეშიძის გლამურული ლუქი კვლავ გამომწერების ყურადღებას იპყრობს
⭕ ინგლისის სანაპიროსთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
⭕„გეშინოდეს ადამიანის, ვისაც გაენდე და შენი გულისთქმა ანდე...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე