🔵 იუპიტერი ლომის ზოდიაქოშია - როგორი წელი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტრლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს.
იუპიტერი ლომის ზოდიაქოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ენერგიული ასტროლოგიური ტრანზიტია. იუპიტერი ასტროლოგიაში იღბლის, გაფართოების, წარმატების, სიბრძნისა და შესაძლებლობების პლანეტად მიიჩნევა, ხოლო ლომი ასოცირდება ლიდერობასთან, შემოქმედებითობასთან, თავდაჯერებულობასა და თვითგამოხატვასთან.
იუპიტერი ლომში გვასწავლის, რომ არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი ნიჭის, იდეებისა და შესაძლებლობების გამოჩენის. ეს არის დრო, როდესაც გაბედული ნაბიჯები, შემოქმედებითი მიდგომა და საკუთარი თავის რწმენა ყველაზე დიდ შედეგს იძლევა. თუმცა, წარმატებასთან ერთად მნიშვნელოვანია თავმდაბლობისა და პასუხისმგებლობის შენარჩუნებაც.
„ლომი მართავს საქართველოს, შესაბამისად სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ, საქართველოში გაცილებით უკეთესი მოვლენები წავა, ვიდრე ახლა მიმდინარეობას.
წელი საუკეთესოა ქორწინებისთვის, კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობისთვის. ხელოვნების და დიზაინის გაფურჩქვნის პერიოდი მოდის.
იუპიტერმა შეიძლება, ზოგიერთ ადამიანს წაართვას თანამდებობა, თუ ის არ არის კარგი ხელმძღვანელი, ამ პლანეტას მოაქვს წარმატება“, - ამბობს ასტროლოგი.
როგორი წელი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
სიყვარულის დროა, რომელიც შეიძლება დაგვირგვინდეს სიყვარულით. მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა. ვინც ბავშვის ჩასახვის კუთხით მკურნალობდა, ახლა საუკეთესო დროა ამისთვის, რომ ბავშვი ჩაისახოს.
კურო
მე გირჩევდით უახლოესი 1 წელი გაატაროთ სამშობლოში, ძირითადი წარმატება სწორედ თქვენ სამშობლოშია. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან.
ტყუპები
თქვენ, რაც გიყვართ ის პერიოდი მოდის - ნაცნობების, კონტაქტების, სწავლის და თანამშრომლობის.
კირჩხიბი
ფულის დროა, თქვენ საქმიანობას ახლა მოაქვს ფული. უბრალოდ ერთი თხოვნა აქვს სამყაროს თქვენთან 7-ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედეთ. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით.
ლომი
ახლა თქვენი დროა, ამას ჯერ ვერ გრძნობთ, მაგრამ 15 რიცხვის შემდეგ იგრძნობთ, როგორ იცვლება ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ და დაიწყება აღმავლობის პერიოდი. არ იზარმაცოთ, იმოქმედეთ გაჩერების დროა არ გაქვთ.
ქალწული
თქვენ გაქვთ საიდუმლო წელიწადი, ნუ გათქვათ თქვენ გეგმებს. ყველაფერი გააკეთეთ ჩუმად.
სასწორი
რეფორმების წელიწადია, შეიძლება რადიკალურად შეცვალონ ცხოვრების სტილი. მაქსიმალური კონტაქტი გქონდეთ ინტერნეტთან, იქიდან შეიძლება, მიიღოთ კარგი სარფიანი წინადადებები.
მორიელი
კარიერული განვითარების დროა, თქვენ ემზადებით იმისთვის, რომ ახალი თანამდებობა დაიკავოთ.
მშვილდოსანი
ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, თქვენ განსაკუთრებით წარმატებულ პერიოდს იგრძნობთ 17 სექტემბრის შემდეგ. უცხოელებთან კონტაქტის დროა, შეიძლება უცხოეთში გაიცნოთ ადამიანი, ვინც გახდებიან თქვენი ცხოვრების მეგზურები.
თხის რქა
16 სექტემბრიდან 9 თვით გადადის „შავი მთვარე“ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში, რაც აუხეშებს თქვენი წარმატების ფაქტორს, ამიტომ იყავით ფრთხილად. მატულობს ფარული მტრები და ჭორები თქვენ წინააღმდეგ, ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ და იმოქმედოთ მაქსიმალური სიფრთხილით.
მერწყული
ახლა მოდის ის დრო, როცა შეიძლება იპოვოთ საოცარი პარტნიორი და მოდის ქორწინების დრო. ასევე გამოჩნდებიან ადამიანები, ვისთანაც ერთადაც დაიწყებთ ახალ ბიზნესს.
თევზები
გქონდათ დაავადება? - გამოჯანმრთელდებით. გქონდათ არეული ცხოვრება? - დალაგდებით. ასევე განთავისუფლდებით ბევრი მავნე ჩვევებისგან - ახლა გაქვთ შანსები წახვიდეთ წინ. შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდია.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ ალექსანდრ ჯიკიჩი – „სხვა დროს, როცა მეტოქისგან მსგავს რამეს დავინახავ, აუცილებლად მექნება რეაქცია“