მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან 76:95 დამარცხდა. საქართველოს გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„გვქონდა არაერთი შეცდომა. მეც დავუშვი შეცდომა, არ მქონდა რეაქცია მსგავსი ტიპის თამაშისადმი. ვერ ვიგებდი, რას აკეთებდა მატჩის ზოგიერთი მონაწილე მეტოქის მხრიდან. თუმცა სხვა დროს, როცა მსგავს რამეს დავინახავ, აუცილებლად მექნება რეაქცია“, - განაცხადა ალექსანდრ ჯიკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის მეორე პერიოდში უკრაინის ნაკრების კალათბურთელების პროვოკაციის შემდეგ ჩვენი გუნდის ლიდერი მარკის რიდი მეორე ტექნიკურით დაისაჯა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი 2026 წლის ყველაზე წარმატებული და იღბლიანი თვე იქნება
⭕ „შესაძლოა დღეს ფლირტის ან ახალი სიმპათიის ცდუნება გაჩნდეს“ - 2 ივლისის ენერგიები
წყარო: 1tv.ge