Digest Logo

🎥 „იღებთ მაქსიმალურ სიკეთეს და დამიჯერეთ, ძალიან იშვიათად ხდება ეს თქვენს ცხოვრებაში“ - მიმდინარე კვირის მთავარი ტენდენციები ანზორ ოდიშარიასგან

1791786851
ანზორ ოდიშარია

ჯერ კიდევ გვაქვს დრო შენაძენებისთვის, მალე დადგება ის დრო, როცა შენაძენები პრობლემატური გახდება, ამიტომ თავის შეკავება მოგვიწევს.

ნორმალური პერიოდია, რთულია აგრესიული ფონი, ამიტომ მოლაპარაკებები, განსაკუთრებით კოლეგებთან ურთიერთობა, ხმამაღალი საუბარი, აგრესიის გამოხატვა მარტივია, ვიდრე რაღაც დალაგებულ შეთანხმებულად იმ აზრამდე მისვლა, რაც ყველას სჭირდება, ამიტომ ეს კვირა მოლაპარაკებებისთვის არ გამოიყენოთ. 

მნიშვნელოვანი საქმე, მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება ჯობია ამ კვირაში. ყველაფერი მოქმედებს პარტნიორულ, სასიყვარულო ურთიერთობებზე და აი, ეს საერთო ფონი არის აგრესიული, თუმცა ვფიქრობ, სიყვარული გადაგვარჩენს. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:

ვერძი -  გარდა აზარტისა, ასევე ფინანსური მიმართულებებით სჭირდება თავშეკავება. მნიშვნელოვანია შინაგანი ემოციები, საკუთარი თავი არ მიიყვანოთ გაუგებრობამდე. 

ლომი - კარგი პერიოდია მათთვის, ემოციური სწორი გამოხატვა, სანერვიულო რაც შეეხება ეს არის გარშემომყოფები, პარტნიორული ურთიერთობები, სასიყვარულო სფერო, მაგრამ ამავდროულად მათი მოქმედება ფინანსურ კარიერულ საკითხებში, ხელშეკრულებები, ახალი მიმართულებებით პროექტები, შენაძენები ძალიან კარგია.

მშვილდოსანი - საინტერესო მიმართულებები, ახალი იდეები, ახალი ფიქრები, აზრები, გეგმები, სურვილები, მიზნები აი, შიგნიდან თითქოს შემოქმედებითი ძალა მოსდევთ მათ, რაც ეხმარებათ, რომ სწორად დაინახონ და აღიქვან მომავალი.

ტყუპები - დიდი ტრანსფორმაცია გელოდებათ. იცვლიან ხასიათს, განწყობას, იცვლიან მათ ჩვეულ რიტმს. ეს იქნება ახალი შთაბეჭდილებების და ახალი მიზნების პერიოდი, რაც ძალიან კარგია მათთვის.

სასწორი - მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობას. ვირუსების მიმართ არამდგრადობა, არის მიდრეკილება, რომ საკუთარი ემოციები, შეგრძნებები დაასუსტოს, ინერვიულოს, განიცადოს, ანუ სუსტი აქვს როგორც იმუნური, ასევე ემოციური სისტემა.

მერწყული - განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პერიოდი არის. საბედისწერო მოვლენები ხდება მათ ცხოვრებაში. ის, რაც აქამდე დამალული იყო, გამოდის ზედაპირზე. ეს ეხება ურთიერთობებს, სამსახურსაც და ყველაფერს.

ქალწული - ძლიერი და საინტერესო წელი გაქვთ, კარიერულად, ფინანსურად, მიღწევების თვალსაზრისით, ისინი იღებენ მაქსიმალურ სიკეთეს. დამიჯერეთ, ძალიან იშვიათად ხდება ქალწულობის ცხოვრებაში ასეთი გამართლება. 

თხის რქა - შეფერხებები აქვთ, განცდები მომატებულია, ემოციები. არის გარკვეული საფრთხე იმისა, რომ მოტყუვდნენ ან თვითონ წამოიწყონ ისეთი საქმეები, სადაც სხვა შეიყვანონ შეცდომაში.

კურო -  იქნება გაორების პერიოდი. პირველ რიგში ჩვენ წინა ტენდენციას ვინარჩუნებთ, რომ სხეულზე ჯანმრთელობაზე კუროები ზრუნავენ. გარდა ამისა, ეს არის შვილები, ვისაც ჰყავთ, ეს არის პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობები, ვისაც ასეთი არა როგორც ცოლ-ქმარი, არამედ როგორც აი, საწყისი პარტნიორული ურთიერთობები, აი, აქ გჭირდებათ მეტი ყურადღება, ენერგია მათთან ახლა ცოტათი სუსტად არის.

თევზები - მოდუნებული, ჰარმონიული, სიკეთის მომტანი, ბევრი ფანტაზია, ბევრი უნარი, ახალი ხედვა, სამსახურებრივი სიკეთეები, გამოიყენეთ თამამად. 

კირჩხიბი - ცოტა ემოციური დათრგუნვა გვაქვს. ეს ეხება დროს, დაგვიანებას, სამსახურში, ურთიერთობაში, გადაწყვეტილებაში. საკუთარი თავი ცოტა უნდა მოვიყვანოთ მწყობრში, ტონუსში.  

მორიელი - ბევრი რამ ხდება. კვირა უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად შენაძენების, შეთანხმების, მოლაპარაკებების, ურთიერთობების კუთხით და აი, ბევრი სიკეთე გელოდებათ თუ აქტიურები იქნებით. გიმართლებთ, იღებთ სამყაროსგან საჩუქრებს. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ის დაბადების დღე თენდება, რომელზედაც მთელი 26 წელი ვოცნებობდი“ - ბარბარა სამხარაძე იუბილარია

⭕„ახალი გზები, ურთიერთობები, ცოდნა და გაბედული გადაწყვეტილებები...“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

⭕„არახელსაყრელია მკურნალობის დაწყება, იურიდიული საქმეები, კრედიტის მოთხოვნა “ - 12 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕