მომღერალი ბარბარა სამხარაძე იუბილარია. იგი 26 წლის გახდა.
დაბადების დღესთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ ამ დღეზე 26 წელი ოცნებობდა:
„ახლა ის დაბადების დღე თენდება, რომელზედაც მთელი 26 წელი ვოცნებობდი🥰“, - წერს ბარბარა სამხარაძე.
ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად წონაშიც დაიკლო. ამასთან, პირად განვითარებასაც დაუთმო დიდი ძალისხმევა და საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.
ასევე დაგაინტერესებთ: