Digest Logo

„იგი შესაძლოა დაჯილდოვებული იყოს რაიმე გამორჩეული უნარით...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

1761338656
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სასწორის 15 გრადუსიდან - მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნებებს უკავშირდება. ტრადიციულ ასტროლოგიაში ეს მნიშვნელოვანი ზონაა.

(ერთ-ერთი ვერსიით მნათობების დაცემას უკავშირდება ეს „გზა“ ( მზე სასწორშია დაცემული, მთვარე კი მორიელში. ხოლო სეპტენერის (ძველი 7 პლანეტა) მალე ფაქტორი (დამაზიანებელი) „მეგობრები“ თავს იდეალურად გრძნობენ ამ ნიშნებში, სასწორში სატურნია ეგზალტირებული, მარსი კი მართავს მორიელის ნიშანს.)

განსაკუთრებული ყურადღება „დამწვარ გზას“ პროგნოზირებაში ექცევა, მაგ: თუ პროგრესიაში მთვარე მორიელის ზონაში გადადის, (ომის დაწყების გრადუსი) ადამიანი უნდა გავაფრთხილოთ, რომ უსიამოვნებები დაახლოებით 7 თვეს გასტანს. სწორედ აქ ვლინდება პრობლემების პიკი.

ამ პერიოდმა უბრალოდ უნდა ჩაიაროს, აქ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

ეს ზონა მორიელის 15 გრადუსში სრულდება, ის ცნობილი ავატარების გრადუსის სახელით.

ცის კაბადონზე არის 4 წერტილი, რომელსაც ეწოდება ავატარები იგივე ავატარის კარიბჭეები.

ეს წერტილები ფიქსირებული ნიშნების (კურო, ლომი, მორიელი და მერწყულის) ცენტრშია (15 გრადუსში).

ევროპულ ასტროლოგიაში ისინი ატარებენ 4 მოციქულის : ლუკას, მარკოზის, იოანესა და მათეს სახელს.

ინდუიზმში ავატარებად მოიხსენიება ღმერთის განსხეულებები მიწიერ არსებაში, რომელიც ევლინება სამყაროს რათა იხსნას იგი. ცნობილია პრაჯაპატის ავატარები, შივას ავატარები, ვიშნუს მრავალი ავატარი.

დეინ რედიარის აზრით სწორედ ეს ფიქსირებული ნიშნების გრადუსები შეესაბამება ცნობილ ავატარების კარიბჭეებს, სიმბოლურად ავატარში მოიაზრება გამოთავისუფლებული კოსმოსური ენერგია.

ავატარის წერტილი, რომელიც კუროში მდებარეობს (ხარის წერტილში), უკავშირდება ძალას, რომელიც ინდივიდუალური არსების ფორმირებას ახდენს.

ლომის წერტილი - აღნიშნავს ძალას, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდუალური არსებიდან;

არწივის წერტილი (მორიელის 15°)- (წელს უწევს 6-7 ნოემბერს) აღნიშნავს ძალას, რომელიც უნივერსალური არსების ფორმირებას ახდენს;

ანგელოზის წერტილი (მერწყულის 15°)- მეტყველებს ძალაზე, რომელიც ემანირებულია უნივერსალური არსებიდან;

როგორც რედიარი აღნიშნავს, ამ მომენტებში გამოთავისუფლდება დიდი ენერგია, რომელიც იძლევა თავის ეფექტურ შედეგებს.

ითვლება, რომ თუ ადამიანის ნათალურ რუკაში, რომელიმე პლანეტა (უკეთეს შემთხვევაში მზე) ხვდება რომელიმე ზემოთ აღნიშნულ წერტილში, ეს ადამიანი არის უმაღლესი ძალების მფარველობის ქვეშ.
იგი შესაძლოა დაჯილდოვებული იყოს რაიმე გამორჩეული უნარით“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა ღმერთს - ის მოვიდა ადამიანად და...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„რა სხვაობაა ბურატას და სტრაჩატელას შორის?!...“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ხატიაშვილი

⭕ვის ელოდება კარიერული წინსვლა შემოდგომაზე – ასტროლოგების პროგნოზი