
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ საქმიანობის მიმართულებით, გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. შეეცადეთ დღე გამოიყენოთ მაქსიმალურად ნაყოფიერად“, - 29 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
ვერძი - თუ სიმშვიდის შენარჩუნებას მოახერხებთ, თავიდან აირიდებთ უსიამოვნებებს. არ გამოიჩინოთ ინიციატივა, გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში.
კურო - სასიამოვნო დღე გექნებათ, გაგიმარტივდებათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, მოგეცემათ შესაძლებლობა მოინახულოთ მეგობრები.
ტყუპები - მოგეცემათ ბევრი შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. წარმატება თქვენს მხარეს იქნება, ნებისმიერი წამოწყება დაგიფასდებათ.
კირჩხიბი - თუ ენერგიას ტყუილად არ გაფლანგავთ, წარმატებული დღე გექნებათ. დრო და ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც რეალურად პრიორიტეტულია. წვრილმან კონფლიქტებში ნუ გაფლანგავთ დროს.
ლომი - საქმიანი მიმართულებით წარმატებული დღეა, თამამად იმოქმედეთ და გადადგით ნაბიჯები, ყველა საქმე იქნება წარმატებული.
ქალწული - წარმატებული დღე იქნება იმ შემთხვევაში თუ წვრილმანებზე არ ინერვიულებთ. გაატარეთ დღე მეგობრებთან ერთად.
სასწორი - საინტერესო დღე გელოდებათ, გაიცნობთ უჩვეულო ადამიანებს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი სანაცნობო წრის გაფართოების.
მორიელი - ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, არც სერიოზული საქმე შეასრულოთ, თავი შეიკავეთ. გჭირდებათ მეტი მოთმინება და სიმშვიდე. შეიცვალეთ გარემო და მიიღეთ სასიამოვნო ემოციები.
მშვილდოსანი - იხელმძღვანელეთ თქვენი ინტუიციით, ის გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ სწორად და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება მიზანშეწონილი.
თხის რქა - ნეიტრალური დღეა, სურვილი გექნებათ ყველაფერი გადადოთ, შესაძლოა ასევე ძველმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ყველაფერი ეტაპობრივად მოაგვარეთ.
მერწყული - თუ რაიმე სიახლე გინდოდათ ეს დღე ამისთვის გამოიყენეთ. ნებისმიერი იდეა წარმატებას მოგიტანთ, იყავით კრეატიულები.
თევზები - არც ისეთი მშვიდი დღე გექნებათ, ამიტომ არ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები, ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის ელოდება პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატება ივნისში - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი