
გუშინ, 28 მაისს, გორის სტადიონზე, ფეხბურთის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე მყოფ ადამიანმა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა, ნაკრების წევრს, ყოფილ კაპიტანს ჯაბა კანკავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დედა შეაგინა, რასაც საპასუხოდ ფეხბურთელების გაღიზიანება მოჰყვა.
თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა, მსაჯმა კი კანკავას წითელი ბარათი დაუწერა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „90 წუთი“ ავრცელებს:
„ის, რაც ამ საღამოს, გორში მოხდა, სრულიად სამარცხვინოა და სხვა შეფასება არ აქვს.
ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, ჯაბა კანკავა ამდენი წელი შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო, ძალიან თავმდაბალი, მშვიდი, ღირსეული და პროფესიონალი.
იცი, რომ როცა მოედანზე დინამო თბილისია, ე.ი. აკადემიის 16-20 წლის ფეხბურთელების თამაშს უყურებ.
სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ბურთის თითოეულ მიღებაზე, ამ 16-20 წლის ბიჭებს დედას რომ აგინებ, რომლებიც, ასევე შენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ და პროვოკაციულად, გააზრებულად აგინებ ჯაბა კანკავას, რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს და მისთვის ეს ყველაფერი ასჯერ მეტადაა ემოციური, ადამიანობასთან პრობლემები გაქვს და სამწუხაროდ, ვერც სწორად ხარ აღზრდილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის ელოდება პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატება ივნისში - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი
🎥 თქვენი ღვიძლი იქნება სარკესავით სუფთა თუ ამას მიირთმევთ? - არუნ ხათრის რჩევები