კალენდარში არსებობს დღეები, რომლებიც განსაკუთრებული ენერგიის მატარებლად მიიჩნევა. ასეთი დღეების რიცხვს მიეკუთვნება სარკისებრი თარიღები. ანუ დღეები, როცა თარიღში რიცხვები სარკისებურად იკითხება ან მეორდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ დღეებში გარკვეული რიტუალების ჩატარებას წარმატების მოტანა შეუძლია.
2025 წლის ბოლო სარკისებური თარიღი 12 დეკემბერსაა. აღნიშნულზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს:
„დღეს, 12 დეკემბერს ჩვენ გველოდება განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც მოგვცემს ახალ შესაძლებლობას, განვახორციელოთ ჩვენი ოცნებები, სურვილები, განზრახვები, ავმაღლდეთ ცნობიერების ახალ დონეზე და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, რადგან 12 დეკემბერს, ეზოტერული ასტროლოგიის მიხედვით, იხსნება სინათლის კარიბჭე, რიცხვითი კოდებით 1212.
ეს არის უძლიერესი პორტალი, რომელიც იხსნება 12 დეკემბერს განთიადზე და დაიხურება 21 დეკემბრის განთიადზე, ზამთრის მზედგომის დღეს.
რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერად ეს ენერგიები გამოვლინდება სწორედ 12 დეკემბერს, ხოლო ენერგიების ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა იქნება 12:12 საათზე.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 12 დეკემბრის განრიგი ისე შეადგინოთ, რომ 12 საათსა და 12 წუთზე გქონდეთ შესაძლებლობა მიიღოთ ამ პორტალის ენერგიები. ეს შეიძლება გაკეთდეს მაქსიმალურად ეფექტურად სპეციალური პრაქტიკის დახმარებით.
12 დეკემბრის ენერგიები, გადაგიყვანთ ახალ ტალღაზე, ეხმარება ფარული უნარების და შესაძლებლობების გამოვლენას, რომ განახორციელოთ თქვენი სანუკვარი ოცნება.
დედამიწაზე შემოდის ძლიერი, დადებითი ენერგიები, რომლის დახმარებით შეგვიძლია მოვახდინოთ კვანტური ნახტომი ჩვენს განვითარებაში.
ეს არის ძლიერი დღე სურვილებთან მუშაობისთვის, რადგან ამ თარიღს გააჩნია კოლოსალური ძალა, უმაღლესი ენერგეტიკა.
ვარსკვლავური კარიბჭის პორტალი იხსნება ყოველწლიურად 12 დეკემბერს, როდესაც მზე მშვილდოსნის ნიშანში მოძრაობს, მშვილდოსანი გამოსახულია კენტავრის სახით, რომელიც ისარს უმიზნებს. ისარი სიმბოლურად გამოხატავს იმ შორეულ მიზანს, რომელზედაც შეგვიძლია მხოლოდ ვიოცნებოთ.
ამ პერიოდში ჩვენ ქვეცნობიერად ვქმნით პროგრამებს მომავალი წლისთვის. ასეთი პროცესები ყოველთვის არ ხდება ცნობიერად, მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე აქტიურდება შინაგანი განზრახვა - საით მივმართოთ ჩვენი ისარი, რათა მივიღოთ წარმატება, იღბალი მომავალ წელს.
შესაბამისად, პორტალ 1212-ის ენერგიები გვეხმარება გავცდეთ გონების საზღვრებს, გავაფართოოთ ჰორიზონტი, დავინახოთ ან ვიგრძნოთ, სად გველოდება წარმატება.
იმისთვის, რომ მიიღოთ პასუხები, ჩამოაყალიბეთ კითხვები, მაგ: სად არის ჩემი განვითარების ვექტორი, რა გზით ვაგრძელებ მოძრაობას და რა უნდა გავაკეთო?
ამ მომენტში მოიშორეთ ყველა შემზღუდველი რწმენა: შიშები, ეჭვები, მიენდეთ სამყაროს. იცოდეთ, ამ პერიოდში გზა ეხსნება წარმოუდგენელ შესაძლებლობებს და ,,სასწაულებს'', რომლებიც აუცილებლად მოხდება ჩვენს ცხოვრებაში მომავალ წელს.
ამიტომ დღეს, 12 დეკემბერს, შეეცადეთ შეინარჩუნოთ მიმღებლობა და მადლიერება, გათავისუფლდეთ წარსულის მოვლენების მიმართ ფარული წყენისგან.
იყავით მადლიერი გამოცდილებისა და გაკვეთილებისთვის, რომლებმაც ჩამოგაყალიბათ ისეთად, როგორიც ახლა ხართ - აქ და ახლა.
იყავით მადლიერი იმ სირთულეებისთვის, რომლებიც გადალახეთ, რომელთა წყალობითაც გახდით უფრო ძლიერი და განახორციელეთ თქვენი სულიერი ევოლუცია.
შეეცადეთ გათავისუფლდეთ წყენისგან, აპატიეთ ყველას, ვინც ტკივილი მოგაყენათ წარსულში.
პოზიტიურ აზრებს სიყვარულისა და მადლიერების ემოციებთან ერთად შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
ვარსკვლავური კარიბჭის პორტალი გვაძლევს ისეთ ძლიერ ენერგიებს, რომ ჩვენი უარყოფითი კარმული პროგრამები ადვილად იწმინდება.
რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის სულიერი დონიდან გამომდინარე, გვაქვს ამ ენერგიების მიღების საკუთარი სიხშირე. მაგრამ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ განზრახვა, რათა შევუერთდეთ პორტალ 12:12-ის ენერგიებს.
ამ განზრახვის გამოხატვა დაგვეხმარება მივიღოთ ტრანსფორმაციის პროცესები, რათა მივიღოთ სინათლე. როდესაც ვიწყებთ ვიბრაციას უფრო მაღალ სიხშირეებზე, ჩვენი ცხოვრება ძალიან სწრაფად იცვლება უკეთესობისკენ.
ხშირად ხდება სასწაული, მაგიური მოვლენები. იხსნება შესაძლებლობები, რომლებზეც მხოლოდ გვიოცნებია.
სიყვარულსა და სიხარულს აქვს უმაღლესი ვიბრაციები. ამიტომ ვარსკვლავური კარიბჭის პორტალ 1212-ის გახსნის პერიოდში აავსეთ სიხარულით თქვენი რეალობის ყველა ასპექტი და მიეცით საშუალება სიყვარულს შეაღწიოს თქვენი გულის ყველა კუთხეში.
იოცნებეთ უსაზღვროდ, გადალახეთ ნებისმიერი ჩარჩო, ნებისმიერი შეზღუდვა. ოცნება რომ განზრახვად აქციოთ, შეიგრძენით საკუთარი თავი თქვენთვის სასურველ სიტუაციაში და განიცადეთ დიდი სიხარული, სიყვარული და მადლიერება სამყაროს მიმართ. თითოეული თქვენი განზრახვა დღეს იყოს გამყარებული შინაგანი რწმენით, რომ სამყარო ახლა და აქ გაძლევთ უსაზღვრო შესაძლებლობებს. აავსეთ გული სიხარულით და შექმენით ჰარმონიული სიმფონია კოსმოსურ ენერგიებთან, რომლებიც დღეს გარს გახვევიათ.
12 დეკემბერს ისურვეთ სურვილი, ვიზუალიზაცია გააკეთეთ თქვენი ახალი რეალობის, რომელშიც გსურთ ცხოვრება.
რადგან პორტალი 1212 იხსნება მშვილდოსნის სეზონში, ის დაკავშირებულია სულიერ ცეცხლთან, სიბრძნესთან, წინასწარმეტყველურ ხედვასთან და დიდი ბედნიერების პლანეტა - იუპიტერთან. სწორედ იუპიტერი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებსა და შანსებს.
ეს არის ახალი შესაძლებლობების კარიბჭე. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავთავისუფლდეთ შინაგანი შეზღუდვებისგან. რადგან მშვილდოსნის, იუპიტერის დევიზია: „მიეცი საკუთარ თავს მეტის უფლება“.
პორტალ 1212-ის დღეს ოცნებები უნდა იყოს, რაც შეიძლება მასშტაბური და ფართო ჰორიზონტებისკენ მიმართული, რადგან ეს არის დიდი ოცნების დღე, ის, რაც შეესაბამება იუპიტერის მასშტაბებს. იუპიტერი მზის სისტემის პლანეტა- გიგანტია!
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იუპიტერს არ უყვარს „მთხოვნელები“. ის სწყალობს მას, ვისაც სჯერა და სწამს თავისი ნაბიჯების. ამიტომ დღეს სურვილების ფორმულირება უნდა იყოს განსაკუთრებული.
ჩამოაყალიბეთ თქვენი გულწრფელი განზრახვა, შეგიძლიათ ჯერ დაწეროთ, რომ შეძლოთ წარმოთქვათ გარკვევით და გამართულად, ბოლოს კი წარმოთქვით იუპიტერის სიუხვის ფორმულა, რომელიც ასე ჟღერს:
„დაე, გამრავლდეს და გაფართოვდეს ის, რაც განვიზრახე“. (შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ პორტალის გახსნამდე).
გახსოვდეთ, იუპიტერი მფარველობს მათ, ვინც მოქმედებს და დგამს გარკვეულ ნაბიჯებს. პორტალ 1212-ში ჩვენი ქმედება უნდა იყოს შინაგანი რწმენით გაჯერებული, სიმბოლური, მიმართული უმაღლესი ძალებისკენ. თქვენი გარკვეული ქმედებით ამ დღეს აჩვენებთ სამყაროს, აჩვენებთ იუპიტერს, რომ თქვენი განზრახვები ნამდვილია.
გააფორმეთ თქვენი თანხმობის აქტი, როგორც სიმბოლური ქმედება, შეგიძლიათ მაგალითად იყიდოთ წიგნი, რომელიც გააფართოებს თქვენს მსოფლმხედველობას, ან ჩაეწეროთ კურსებზე, რომელიც დიდი ხანია გიზიდავთ, ან დაიწყოთ პროექტი, რომელიც შეესაბამება იუპიტერს, დაკავშირებულია სულიერ განვითარებასთან, თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლასთან.
ასევე შეგიძლიათ გადადგათ მოგზაურობასთან დაკავშირებული ნაბიჯი, რადგან იუპიტერი და მშვილდოსანი მართავენ გზებს უცხოეთისკენ.
გარდა ამისა, სასიკეთოა დღეს განახორციელოთ ქველმოქმედება, ნებისმიერი შემოწირულება, რადგან იუპიტერს ძალიან უყვარს სიუხვე, კეთილშობილება და ყოველთვის ამჩნევს და უხვად ანაზღაურებს იმას, რასაც გავცემთ.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პორტალი 1212 აქტიურდება მადლიერებით, რადგან მადლიერება - ეს არის ზრდის, გამრავლების და აყვავების ვიბრაცია.
ამიტომ სასარგებლოა დაწეროთ 12 მადლიერება: ექვსი მადლიერება იმისთვის, რაც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში, და ექვსი იმისთვის, რაც მოდის.
ამ მარტივი ქმედებების შესრულებით იგრძნობთ, როგორ ფართოვდება თქვენთვის სასურველი სივრცე.
პორტალ 1212-ის ენერგიის მიღების ტექნიკა კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენი სურვილების განხორციელებასთან, რადგან მშვილდოსნის ენერგია, იუპიტერის კურთხევა ამ დღეს მოქმედებს განსაკუთრებით ძლიერად. თუ თქვენ ჩაერთვებით ამ ნაკადში, სამყარო აუცილებლად გიპასუხებთ.
1212 სინათლის პორტალის ენერგიის გააქტიურების პრაქტიკა:
1. მოემზადეთ: მიიღეთ კომფორტული პოზა, მოდუნდით, ისუნთქეთ თანაბრად, ხელ-ფეხი არ გადააჯვარედინოთ. (შეგიძლიათ ჩართოთ წყნარი მუსიკა).
2. განზრახვა: გონებაში ჩამოაყალიბეთ გულწრფელი მიზანი - რისთვის გსურთ ამ ენერგიის გამოყენება.
3. გულის ჩაკრა: კონცენტრაცია მოახდინეთ გულის არეში. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, როგორ იხსნება გულის ჩაკრა.
4. დაკავშირება: გონებაში ან ხმამაღლა თქვით: „მე ვაფიქსირებ სურვილს სინათლის პორტალში 1212“.
5. ენერგიის მიღება: წარმოიდგინეთ ოქროსფერი შუქის ნაკადი, რომელიც კოსმოსიდან ეშვება თქვენკენ თავიდან, ავსებს გულს და შემდეგ მთელ სხეულს. შეიგრძენით, როგორ ხდება ყველა უჯრედის გაწმენდა და გააქტიურება.
6. გაზიარება (სურვილისამებრ): გაუგზავნეთ ეს ენერგია ახლობლებს.
7. მადლიერება: გადაუხადეთ მადლობა პორტალს, სამყაროს და ზეციურ ძალებს.
8. დასრულება: ნელა ჩაისუნთქ-ამოისუნთქეთ და ნელა გაახილეთ თვალები.
საუკეთესო დრო: 12 დეკემბერი - 12:12 საათზე, მაგრამ შესაძლებელია ნებისმიერ დროს 21 დეკემბრამდე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕12 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით
🎥 „კონკიას ზღაპრის გმირი ხარ“ - თამო ვაშალომიძემ ნიუ-იორკს ვერტმფრენით გადაუფრინა