Digest Logo

„იმატებს ბრძოლა კონტროლისთვის, თანხებისა და ძალაუფლების გადანაწილებაზე“ - რას მოგვიტანს სავსემთვარეობა კუროს ნიშანში

1793018989
სავსემთვარეობა სავსემთვარეობა

26 ოქტომბერს, 08:11-ზე სავსემთვარეობა გველოდება კუროს მესამე გრადუსში. ამ დღეს მთვარე კუროშია, ხოლო მზე მორიელში, ანუ გააქტიურებულია კურო მორიელის ღერძი.

სავსემთვარეობა არის დასრულების, შედეგის მიღების პერიოდი, ამ დღიდან ახალმთვარეობამდე, რომელიც 9 ნოემბერს, 11:01-ზე მორიელში გველოდება, უნდა დაასრულოთ, მოაწესრიგოთ, შედეგი მიიღოთ ადრე დაწყებულისგან, თუნდაც, გაზაფხულზე, როცა ახალმთვარეობა გვქონდა კუროში.

♉️ კურო არის სიყვარული, ფინანსები, რესურსები, სიამოვნების მიღება. მთვარე კუროში ძლიერია და გვიმახვილებს ყურადღებას კვებაზე, კომფორტზე, სიმყუდროვეზე, კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე.

♏️ მორიელი არის ტრანსფორმაცია, სხვისი ფული, ძალაუფლება, საიდუმლო ორგანიზაციები, ეზოტერიკული თემები. 

♉️ ☀ ♏️ სავსემთვარეობაზე მზესთან შეერთებაშია რეტროგრადული ვენერა, რომელიც კუროს მმართველი პლანეტაა.

ვენერა უბრუნდება ურთიერთობების, ფინანსების საკითხებს, რათა გადახედოს, რა ღირებულებებს ფლობს, რა მოსწონს, არ მოსწონს და კორექტივები შეიტანოს.

სავსემთვარეობის წერტილს დაძაბულობა აქვს პლუტონთან - მორიელის მმართველთან. იმატებს ბრძოლა კონტროლისთვის, თანხებისა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. შეიძლება განახლდეს ძველი კამათი. მოგთხოვონ ვალის დაბრუნება, წილების, ქონების გაყოფა.

იყავით მშვიდი, გაუფრთხილდით პირად რესურსებს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. სავსემთვარეობაზე ისედაც ემოციური ფონი გამძაფრებულია.

🌙 მოაწესრიგეთ გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები. ნურაფერს ძვირადღირებულს ნუ შეიძენთ, 14 ნოემბრამდე მაინც. არ გირჩევთ ძველ პარტნიორისთვის ნერვების მოშლის მიზნით ახალი ურთიერთობის დაწყებას. ზოგადად, ყველა სიახლე და წამოწყება სირთულეებთან, ემოციებთან იქნება დაკავშირებული და არაფექტური,  უფრო მეტიც, შეიძლება კიდევ უფრო მეტი გართულებები და პრობლემები მოგიტანოთ.

სავსემთვარეობა იმოქმედებს ყველაზე, მაგრამ განსაკუთრებით კუროსა და მორიელზე, ლომსა და მერწყულზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ამ ნიშნების პირველ-7 გრადუსებში გყავთ პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა...“ - 26 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕„შევურიგდი კი არა, ვთხოვე, მეუღლეს დაბრუნებოდა“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ ურთიერთობაზე

⭕26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

✕