Digest Logo

რომელმა ფილმმა შეცვალა მონიკა ბელუჩის ცხოვრება - მსახიობის გულწრფელი ინტერვიუ

1793009220
მონიკა ბელუჩი

მონიკა ბელუჩი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დასრულება ყოველთვის დანაკარგს არ ნიშნავს - მთავარია, ადამიანმა ერთად გატარებული დროისგან მიღებული გამოცდილება შეინარჩუნოს.

მსახიობმა, რომელიც წლების განმავლობაში ეკრანზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ქალების სახეებს განასახიერებდა, პირად ცხოვრებაზე, დედობაზე, კარიერულ არჩევანსა და ქალთა მიმართ ძალადობაზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან, სადაც მსახიობი კარიერაზე საუბრობს:

მონიკა ბელუჩის კარიერა სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებულ კულტურულ გარემოსა და კინემატოგრაფიულ ტრადიციებში მუშაობას მოიცავს. მსახიობის თქმით, ცხოვრების შეცვლის გამბედაობას ყოველთვის ცნობისმოყვარეობა და ახალი გამოცდილების მიღების სურვილი აძლევდა.

„ყოველთვის მინდოდა მოგზაურობა, სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება და განსხვავებული კულტურის რეჟისორებთან მუშაობა, თუმცა ამავე დროს, იტალიასთან კავშირს ვინარჩუნებდი. მე მხოლოდ იტალიის პასპორტი მაქვს“, - განაცხადა მან.

ბელუჩიმ კარიერაში გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ფილმიც გაიხსენა. მისი თქმით, 1996 წლის „ბინა“ (L'Appartement) მოვლენების ერთგვარ ჯაჭვად იქცა, რომელმაც მომდევნო მნიშვნელოვანი როლებისკენ გაუხსნა გზა. ფილმს ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო მოჰყვა, მოგვიანებით კი, მსახიობმა ითამაშა ისეთ ცნობილ ნამუშევრებში, როგორებიცაა: „მალენა“, „შეუქცევადი“, „მატრიცა“ და „ქრისტეს ვნებანი“.

„არსებობს ფილმები, რომლებიც გარდამტეხ ეტაპად იქცევა. „ბინამ“ მოვლენების მთელი ჯაჭვი აამოქმედა - მას ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო მოჰყვა, შემდეგ კი სხვა წარმატებული ფილმები. პროფესიულად ერთი ნაბიჯი მეორეს მოჰყვა.

პირად ცხოვრებაში კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქალიშვილები არიან. თუმცა ეს ფილმი კარიერისთვის გადამწყვეტი დასაწყისი აღმოჩნდა“, - აღნიშნა მსახიობმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ემოციური ფონი მაღალია, მოერიდეთ კამათს, აჩქარებას და სარისკო გადაწყვეტილებებს...“ - მიხეილ ცაგარელი 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ურთიერთობები ჰარმონიითა და სითბოთი გაგახარებს...“ - 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕