როგორ ასტროლოგიურ განწყობას ქმნის კოსმოსური კონფიგურაციები 12 და 13 მარტს?
ხუთშაბათი, 12 მარტი ახალი ენერგიით იწყება, რადგან დილის 8 სთ-დან მთვარე თხის რქის ნიშანში გადადის და ზოგადი ენერგეტიკული ფონი უფრო მობილიზებული და საქმიანი ხდება.
თხის რქა არის სტრუქტურის, პასუხისმგებლობისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების ნიშანი.
ის თითქოს გვაბრუნებს ემოციებისა და განცდების დონიდან კონკრეტული ამოცანებისა და რეალური მოქმედებების დონეზე.
თუმცა დღის დასაწყისი შეიძლება დაძაბული იყოს, რადგან მთვარე თითქმის ქმნის ზუსტ დაძაბულ ასპექტებს ვენერას, სატურნისა და ნეპტუნის შეერთებასთან ვერძის ნიშანში.
ასეთი კონფიგურაცია შეიძლება ქმნიდეს შინაგან ზეწოლას ან მოლოდინებსა და რეალობას შორის შეუსაბამობის განცდას.
თხის რქაში მყოფი მთვარე ითხოვს სიცხადეს, წესრიგსა და კონკრეტულობას.
ხოლო ნეპტუნისა და ვენერას შეერთება ქმნის ჭარბ ემოციურ მოლოდინებს, ოცნებებს ან რაიმეს იდეალიზაციას.
ამიტომ დღის პირველ ნახევარში შეიძლება ვიგრძნოთ შინაგანი კონფლიქტი სურვილებსა და ვალდებულებებს შორის.
შეიძლება გაჩნდეს შეგრძნება, რომ გვიწევს რეალობასთან შეჯახება, რომელიც ჩვენს მოლოდინებს არ ემთხვევა.
ამ ასპექტის გავლენით შესაძლოა წარმოიშვას იმედგაცრუება, ეჭვები ან სურვილი - შევცვალოთ გეგმები.
თუმცა, თხის რქა არის სიმტკიცის, სიბრძნის ნიშანი და მისი ენერგია გვეხმარება დავინახოთ სიტუაცია ილუზიების გარეშე და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ამიტომ ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში არ აჰყვეთ ემოციურ რეაქციებს, მშვიდად გავერკვეთ მიმდინარე მოვლენებში და ვიმოქმედოთ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ.
შუადღის შემდეგ კოსმოსური სურათი აშკარად იწყებს დალაგებას. მთვარე ქმნის ჰარმონიულ ასპექტებს მთვარის კვანძებთან და მარსთან, რაც გვმატებს მოქმედების, წინსვლის ძალას და თავდაჯერებულობას.
გარემოებები შეიძლება, უფრო ხელსაყრელად განვითარდეს, ვიდრე დღის პირველ ნახევარში. გარდა ამისა, მარსი გვმატებს სიმტკიცესა და ენერგიას, ხოლო კვანძებთან ჰარმონია მიგვანიშნებს, რომ ამ დროს მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია პროგრესული მომავლისკენ
ასე, რომ დღის მეორე ნახევარი ძალიან კარგი დროა პრაქტიკული ქმედებებისთვის, სამუშაო საკითხების მოსაგვარებლად, ორგანიზაციული საქმეებისთვის და კონკრეტული მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის.
ასევე გავითვალისწინოთ, რომ ამ დღის განმავლობაში მოქმედებს ოცდამესამე მთვარის დღის ენერგია.
ამ დღის სიმბოლოა ნიანგი. როგორც ვიცით, ნიანგი მოთმინებით ელოდება, შემდეგ კი ელვის სისწრაფით მოქმედებს. ამიტომ ამ დღეს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა და არ ჩავერთოთ კონფლიქტებში. ამავე დროს ოცდამესამე მთვარის დღე კარგად გამოდგება ფიზიკური აქტივობისთვის, სამუშაოსთვის, წესრიგის დამყარებისა და უსარგებლო ენერგიისგან გათავისუფლებისთვის.
იყავით ყურადღებიანი და ფრთხილი. ყურადღება გაამახვილეთ თქვენი ჯანმრთელობისა და სახლის ენერგიის გაძლიერებაზე - შეგიძლიათ ნაკურთხი წყალი მოასხათ, პალოსანტო ან საკმეველი აკმიოთ ან სანთლის ალით გაწმინდოთ. დღე საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. საზოგადოებრივი ღონისძიებები და ხალხმრავალი ადგილები არ არის რეკომენდებული.
მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს და საკუთარ თავშიც აკონტროლეთ ნეგატიური ემოციები.
ამ დღეს კარგია ქველმოქმედება, მადლიერების გამოხატვა, პატიების თხოვნა და სხვების პატიება.
თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული, თუმცა შეღებვა კარგია, თუ თავად შეიღებავთ ან ახლობელი, ნაცნობი დაგეხმარებათ.
თქვენს რაციონში ჩართეთ მეტი რძის პროდუქტი, მიირთვით ხაჭო და ყველი. არ გადატვირთოთ კუჭი.
თუ შეძლებთ თქვენი ენერგიის სწორად წარმართვას, ეს დღე შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს.
რაც შეეხება 13 მარტის პროგნოზს:
პარასკევს მთვარე აგრძელებს მოძრაობას თხის რქის ნიშანში.
თხის რქის მთვარე ყოველთვის გვაიძულებს ვიფიქროთ გრძელვადიან მიზნებზე, ჩვენი ცხოვრების სტრუქტურაზე და იმაზე, რასაც რეალურად აქვს საფუძველი, საყრდენი და პერსპექტივა.
გარდა ამისა, ამ დღეს თხის რქის მთვარე უპირისპირდება იუპიტერს, რომელმაც დაასრულა რეტროგრადული ფაზა და იკრებს ძალებს დირექტიული მოძრაობისთვის. ჩვეულებრივ, მთვარისა და იუპიტერის ოპოზიცია აძლიერებს ემოციებს და ჩვენს რეაქციებს უფრო მკვეთრსა და ზოგჯერ გადაჭარბებულსაც ხდის.
თუმცა ამ დღეს ეს ოპოზიცია ასე არ იმუშავებს. სიტუაცია ბევრად უფრო საინტერესოა.
საქმე ისაა, რომ ეს ოპოზიცია ხდება „იალქნის“ კონფიგურაციის ანძა - იალქანი ჰარმონიული კონფიგურაციაა.
მთვარე ერთდროულად ქმნის ჰარმონიულ ასპექტებს მზესთან და პროზერპინასთან და ეს ყველაფერი ქმნის სტაბილურ, მხარდამჭერ ენერგეტიკულ კონსტრუქციას.
ასტროლოგიაში „იალქანი“ ერთ-ერთ საუკეთესო კონფიგურაციად ითვლება, რადგან ის ენერგიას მიმართულებას აძლევს. წარმოიდგინეთ გემის აფრა, რომელიც, იყენებს ქარის ძალას, რათა დაეხმაროს გემს - აიღოს გეზი და გაიკვალოს გზა.
ამიტომ აქ მთვარისა და იუპიტერის ოპოზიცია კონფლიქტად არ მუშაობს, არამედ ძლიერ მამოძრავებელ ძალად. მით უმეტეს, რომ იუპიტერი - ჩვენი გამარჯვების პლანეტა - სწორედ ამ „იალქნის“ მწვერვალზე მდებარეობს.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ასტროლოგიური დეტალიც. იუპიტერი შეერთებულია ვარსკვლავ სირიუსთან. სირიუსი კი ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი ვარსკვლავია. მას ხშირად უკავშირებენ წარმატებას, იღბალს, აღიარებას და განვითარების ახალ დონეზე გასვლის შესაძლებლობას.
სირიუსს ხშირად ჩვენს სულიერ მზესაც უწოდებენ.
როდესაც იუპიტერი ერთიანდება ამ ვარსკვლავთან და ამავე დროს „იალქნი“ კონფიგურაციის მწვერვალზე დგას, სივრცე და სამყარო ხსნის უჩვეულო პერსპექტივებს.
დიდი იმედი მაქვს ეს ენერგია ასევე დადებითად აისახება გლობალურ დონეზე.
პირად დონეზე ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც მოულოდნელი წინადადება, როგორც შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში, ან როგორც მოულოდნელი გაცნობიერება იმისა, თუ რომელი მიმართულებით ვაგრძელებთ მოძრაობას.
ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, სწორედ პარასკევი შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით ძლიერი შესაძლებლობების დღე.
მთავარია ვიყოთ ყურადღებით მიმდინარე მოვლენების მიმართ და არ გამოვტოვოთ ის შანსები, რომლებიც დღეს ცხოვრებამ შეიძლება შემოგვთავაზოს.
ამ ენერგიას დამატებით მხარს უჭერს ასევე ოცდამეოთხე მთვარის დღე, მთვარის ასტროლოგიაში ეს თვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დღედ ითვლება. მისი სიმბოლოა დათვი, რომელიც ბუნების ძლიერ ძალას, შინაგან მდგრადობასა და თავდაჯერებულ მოქმედებას განასახიერებს.
ოცდამეოთხე მთვარის დღე ხელსაყრელი, ენერგიულად დამუხტული და აქტიური დღეა. ის ბუნების ძალების გამოღვიძებასთან ასოცირდება. ამ მთვარის დღეს ძალისა და დადებითი ენერგიის მოზღვავება ხდება.
დღის ენერგია გვეხმარება შევიგრძნოთ შინაგანი საყრდენი და ძალა. ეს არის დღე, როდესაც შეიძლება და საჭიროც არის მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება - მიუხედავად კლებადი მთვარისა - გეგმების შედგენა, პროექტების გამტკიცება და მომავალი საფუძვლის ჩაყრა.
ასეთ დღეს განსაკუთრებით კარგია ფიზიკური აქტივობა, შემოქმედება და მუშაობა გრძელვადიან ამოცანებზე. დღეს შედარებით გაგიადვილდებათ კონცენტრირება და ამ მდგომარეობის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში.
შეგიძლიათ უხვი საკვები მიირთვათ, რადგან ორგანიზმი სწრაფად წვავს ენერგიას. უმჯობესია ნაკლები სითხე დალიოთ. უმჯობესია, საპარიკმახეროში ვიზიტი გადადოთ.
როგორც ვხედავთ, არა ერთი პოზიტიური ასტროლოგიური ფაქტორი ერთიანდება და პარასკევი, 13 მარტი, შეიძლება კვირის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და პერსპექტიული დღე გახდეს. თუმცა მნიშვნელოვანია არ გავფანტოთ ენერგია წვრილმანებზე და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის.
გისურვებთ სიმშვიდეს, შინაგან წონასწორობას, სიბრძნეს და სინათლეს!
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 On Replay- „ბზიკების“ საკონკურსო სიმღერა ევროვიზია 2026-ზე
⭕საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
🎥 „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული წყვილი მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე
წყარო: www.facebook.com