საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების წევრი შუბის ტყორცნაში, მრავალგზის საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი როსტომ ჭინჭარაულის გარდაიცვალა:
„საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრის შუბის ტყორცნაში, მრავალგზის საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებულისა და პრიზიორის - როსტომ ჭინჭარაულის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ოჯახს, მის მეგობრებს და სრულიად მძლეოსნობის სამყაროს.
პანაშვიდები - ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.
გასვენება შაბათს 14.00 საათზე, მისამართი: დაბა ჟინვალი, მე 5 კორპუსი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული წყვილი მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე
🎥 ცეკვავენ ვარსკვლავების მე-14 სეზონის მონაწილეების მიერ ექსპრომტად შესრულებული ცეკვა