Digest Logo

🎥 „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული წყვილი მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე

1773257505
ცეკვავენ ვარსკვლავები

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული წყვილი - ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია გვიზიარებენ გამარჯვების შემდეგ მიღებულ ემოციებს, შთაბეჭდილებებს და იმ გზას, რომელმაც ისინი ამ წარმატებამდე მიიყვანა.

24 თებერვალს მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის ფინალი შედგა.

მაყურებელთა ზარებისა და შეტყობინებების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია. გამარჯვებულ ლუკა ჭანიშვილს ბათუმში ბინის გასაღები, სპეციალური თასი და სხვა პრიზები გადაეცა. გამარჯვებულს თასი ნანუკა სტამბოლიშვილმა გადასცა. 

მეორე ადგილზე გავიდნენ: ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო. ირაკლის სპონსორისგან 10 ათასი ლარი გადაეცა. ასევე, „ფრანკო ფონტანას“ საჩუქარი.

მე-3 ადგილზე გასულ წყვილს: ეკატერინე გურგენიძეს და გიორგი რევიშვილს გადაეცათ საგზური დოჰაში, ასევე „რადიო იმედის“ ფულადი ჯილდო 1000 ლარი. ამასთან, ფინალისტს, ეკატერინეს „ნატალიმ“ 2 ათასი ლარი გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ცეკვავენ ვარსკვლავების მე-14 სეზონის მონაწილეების მიერ ექსპრომტად შესრულებული ცეკვა

„შესაძლებელია სხეულზე დაზიანების მიღება, დაავადება, ძალადობა, ღალატი“ - 12 მარტის პროგნოზი ფენშუის მიხედვით