Digest Logo

🎥 „იმედგაცრუება, ზედმეტი მოლოდინები, ეჭვები, შფოთვები“ - მარიამ შუკაკიძე ახალმთვარეობასა და ასტროლოგიურ ასპექტებზე

1760624009
მარიამ შუკაკიძე

21 ოქტომბერს ცაზე ახალი ციკლი იწყება - ახალმთვარეობა სიმბოლურად გვახსენებს, რომ რაღაცის დასასრულს ყოველთვის მოჰყვება ახალი დასაწყისი.

ეს პერიოდი ენერგეტიკულად საუკეთესო დროა მიზნების დასანახავად, სურვილების ფორმულირებისა და ახალი გზების დასაწყებად. ასტროლოგების თქმით, ახალმთვარეობა გვაძლევს შანსს განვწმინდოთ ძველი ემოციებისგან და ნაბიჯი გადავდგათ იქ, სადაც ჯერ მხოლოდ ოცნებად ვხედავდით.

ახალმთვარეობა თბილისის დროით 16:26 საათზე იქნება.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე საუბრობს და გამომწერებს სასარგებლო რეკომენდაციებს უზიარებს:

„ახალმთვარეობის ციკლი არის 21 ოქტომბრიდან! რას ვაკეთებთ? ვიფიქრებთ სურვილებს, ვატარებთ სხვადასხვა სახის მანიფესტაციას.  ახალმთვარეობა გვაძლევს ენერგიას ახალი სტარტისთვის. 21-ში მზეც და მთვარეც იქნება სასწორში, ეს კავშირშია შინაგანი ჰარმონიის ძიებასთან, პარტნიორულ ურთიერთობებთან, კონფლიქტების მოგვარებასთან. თუ გინდათ გაიუმჯობესოთ განწყობა, თვითშეფასება, ცვლილება შეიტანოთ თქვენს გარეგნობაში, ამაზე ბევრი მანიფესტაცია არსებობს და შეგიძლიათ გააკეთოთ. 

ნუმეროლოგია როგორც ასტროლოგია არის მრავალმხრივი. ბევრნაირი გამოთვლის საშუალებას გვაძლევს. თქვენი დაბადების თარიღი ძლიერ კოდირებას იძლევა, სადაც ჩაბეჭდილია თქვენი სისუსტეები, სიძლიერე, ტალანტი. 

გონების ციფრი არის ერთ ნიშნამდე დაყვანა თქვენი დაბადების თარიღის. კარმის ციფრი არის ის, რისკენაც უნდა ვილტვოდეთ. 

ასტროლოგიური ასპექტები: 

მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს რეტროგრადულობა მერკურის, გვაქვს საინტერესო ასპექტი, რაც გვამცნობს, რომ ახლა კარგი არ არის სერიოზული წამოწყებები და მოლაპარაკებები. 

მზე იუპიტერის კვადრატი - იწვევს იმედგაცრუებას, ზედმეტი მოლოდინების გაჩენას.

მერკური პლუტონის კვადრატი - იწვევს ეჭვებს, მისკომუნიკაციას, შფოთვას. 

ვენერა სატურნის ოპოზიცია და ვენერა ნეპტუნის ოპოზიცია - ფინანსურად კარგი ტრანზიტები არ არის, ამიტომ სხვადასხვა სახის ფინანსური წამოწყება, ინვესტიცია არ არის კარგი“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჭამას, სიარულს და დალევას მოუმატა“ - ახალი ცნობები ლილიანას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„რამდენიმე ოჯახი დამენგრა და ალბათ, იმ პერიოდში ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებოდა“ - რას ჰყვება გიორგი წერეთელი

„ზოგჯერ ყველაზე მძიმე ცოდვა არც სიტყვა და არც საქციელია, არამედ იგნორირება!“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი