„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და ეს დღე საკმაოდ მისტიკურია. ამ დღის ენერგიის გამოყენება აუცილებელია სწორად მოხდეს და სწორი მიმართულებით მიმართოთ.
აუცილებელია პოზიტიური აზროვნება, იმ შემთხვევაში თუ ამას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ სპორტით დაკავდეთ, ან თქვენი ენერგია რაღაც სხვა მიმართულებით გადაიტანოთ იმისთვის, რომ ცუდი ფიქრები, აზრები არ გქონდეთ“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
ვერძი - ხანდახან ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონიათ, რადგან რაღაც მომენტებში ზედმეტად აბუქებთ იმ სიტუაციებს, რომელშიც ხართ. რეალურად ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია. ეცადეთ მარტივად შეხედოთ დღევანდელ დღეს, მეტი პოზიტივი და კარგი განწყობა შეიქმენით.
კურო - ბევრი რამ იქნება თქვენს განწყობაზე დამოკიდებული, შესაბამისად, თუ პოზიტიურად შეხედავთ დღეს, წარმატებულად ჩაივლის დღე. ნეგატიურმა ფიქრებმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ და ვერ მიგაღწევინოთ მიზნებს.
ტყუპები - ეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ დღის პირველი ნახევარი, რადგან მეტად პროდუქტიულები იქნებით და ნებისმიერ საქმეს მარტივად გააკეთებთ. ნებისმიერი თქვენი ქმედება წარმატების მომტანი იქნება, ხოლო დღის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე და სიმშვიდე გმართებთ.
კირჩხიბი - ეს დღე თქვენთვის შესაძლოა ემოციური იყოს, თუმცა თუ ამ ემოციებს სწორი მიმართულებით გამოიყენებთ და ნეგატივს პოზიტივით შეცვლით, მიხვდებით, როგორ მარტივად შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება.
ლომი - ბევრი საქმე გექნებათ, მათ შორის შესაძლოა თქვენი დახმარება დასჭირდეთ თქვენი ოჯახის წევრებს. კარგი იქნება თუ ამ დღეს კარგად გადაანაწილებთ. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ოჯახს, მეგობრებს, რადგან დღეს მეტად დასჭირდებით მათ.
ქალწული - კარგი იქნება თუ დღეს მეტად დაკვირვებულები იქნებით, დროს სწორად განსაზღვრავთ და ისე იმოქმედებთ, როგორც გეგმაში გქონდათ. მეტი სიფრთხილე გმართებთ ადამიანებთან ურთიერთობაში, რადგან დღეს შესაძლოა სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.
სასწორი - საკმაოდ სასიამოვნო დღე გექნებათ ყველა მიმართულებით. ყველა თქვენი ქმედება წარმატებული იქნება. შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთები, თუ რაიმეს ყიდვა გსურდათ, ეს დღე ამისთვის იდეალურია, რადგან სწორად მიხვდებით რა გინდათ და რა გჭირდებათ.
მორიელი - ეცადეთ სწრაფად იმოქმედოთ და არ დახარჯოთ დრო უაზრო ქმედებებში, საუბრებში, რადგან ეს დღე საკმაოდ პროდუქტიული შეიძლება იყოს თქვენთვის. შესაძლოა შეხვდეთ ძველ ნაცნობებს, მეგობრებს, რომლებთანაც ურთიერთობა დიდი ხანია არ გქონიათ, ფიქრობდით, ან გინდოდათ, რომ აღგედგინათ ურთიერთობა.
მშვილდოსანი - შესაძლოა დღეს ახალი იდეები, გეგმები გაგიჩნდეთ და კარგი იქნება თუ მათი მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამთ, მოქმედებას დაიწყებთ და ეს იდეა, გეგმა უბრალოდ იდეად არ დარჩება. იმოქმედეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. შესაძლოა ეს დღე ასევე იყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყების დღე.
თხის რქა - ეცადეთ, ნაკლებად ჯიუტები იყოთ. მეტად წადით დათმობებზე, რადგან სიჯიუტემ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ და გეგმები აგირიოთ. ეცადეთ, დადებითი და სასიამოვნო გარემო შეუქმნათ ადამიანებს თქვენთან კომუნიკაციის დროს.
მერწყული - ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ინტრიგებს. ემოციებმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ და შეცდომები დაგაშვებინოთ. რაც უფრო მეტად შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მით უფრო მარტივად შემოატრიალებთ სიტუაციებს თქვენს სასიკეთოდ.
თევზები - ამ დღის გამოყენება შეგიძლიათ წარმატებულად თუ სწრაფად იმოქმედებთ. დღეს ნელი ნაბიჯები არ არის სასურველი. თქვენი ენერგია მიმართეთ იმ მიმართულებით რაც გინდათ, რომ მოხდეს. ხანდახან საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ, თუმცა თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ყველაფერი შეგიძლიათ.
შაბათის გამოყენება იდეალურია ნებისმიერი საქმის დასასრულებლად, ხოლო კვირა დღე ძალიან კარგია ენერგიის აღდგენისთვის, განტვირთვისთვის და იმ საქმეების გასაკეთებლად, რაც გსიამოვნებთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქციე ყველა დღე განსაკუთრებული“ - ლელა მებურიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს