Digest Logo

„აქციე ყველა დღე განსაკუთრებული“ - ლელა მებურიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

1721367029
ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით.

ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში დახვეწილ და ელეგანტურ ლუქში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა:

„აქციე ყველა დღე განსაკუთრებული“, - წერს ლელა მებურიშვილი.

მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. 

„30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია“ - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili)

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოკლავენ ბანკირს! საკმაოდ ძლიერი და წონადი ფიგურაა არამარტო ბანკში, არამედ პოლიტიკაში“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

🎥 „ყველა მღერის და უკვე ატანა აღარ მაქვს... მეც მეუბნებიან კარგად მღერიო, მაგრამ უფრო ცეკვა მიყვარს“ - რას ამბობს ნინი ბადურაშვილის შვილი ცნობილი ოჯახის წევრობაზე

„რა კარგია, შენ რომ ჩემთვის დაიბადე“ - ია დუდაშვილი ირაკლი ნოზაძეს