 
        
        ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც მომდევნო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
მან ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:👇
♈ვერძი
საინტერესო პერიოდი გაქვთ. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. 23 რიცხვის შემდეგ განსაკუთრებით. ბევრი შესაძლებლობები გაქვთ. ენას კბილი დააჭირეთ. ჯერ დაიწყეთ, შემდეგ თქვით. ინტიმური კონტაქტების მაღალი ალბათობა გაქვთ. გაფრთხილდით ამ მხრივ საეჭვო ადამიანს არ გადაეყაროთ.
♉კურო
უკეთ გრძნობთ თავს. ენერგოტონუსი მაღალია ჯანმრთელობა მდგრადია. ემოციურად უფრო სტაბილური ხართ. საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, სასიყვარულო და ბიზნესის ურთიერთობებისთვის. იმოქმედეთ.
♊ტყუპები
დალაგების პერიოდი გაქვთ. ყველა საქმე ერთად გინდათ გააკეთოთ. დალაგდით და დაალაგეთ აზრები. 23-დან საინტერესო პერსპექტივები მოდის. კარგად გაიაზრეთ რას აპირებთ და ვისთან ერთად აპირებთ. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან.
♋კირჩხიბი
კარგი პერიოდი გაქვთ. მორიელთან მეგობრობთ, რადგან წყლის სტიქია ხართ. ვარსკვლავური დროა ყველა მიმართულებით. სასიყვარულო და ბიზნესის სფეროში იაქტიურეთ. შეგიძლიათ ოცნებების განხორციელება.
♌ლომი
ლომს ზუსტად ის აქვს, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს. იგი სიყვარულის სიმბოლოა და დიდი ალბათობაა გაიცნოთ ადამიანი, რომლისგანაც დიდ სიყვარულს მიიღებთ. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის დრო გაქვთ. ცოტა იმუნიტეტი ეცემა თუმცა 23 ნოემბრიდან ენერგოტონუსი მოიმატებს.
♍ქალწული
ენერგოტონუსი მოგემატებათ, რადგან ქალწული მორიელთან მეგობრობს. იმუნიტეტიც გაიზრდება და შესაძლებლობები არაჩვეულებრივი გექნებათ. კარგი პერიოდია წესრიგისთვის და განახლებისთვის. უნდა გააკეთოთ შენაძენებიც.
♎სასწორი
დრო არ დაკარგოთ. შესაძლებლობები გაქვთ მრავალფეროვანი კონტაქტების, სწავლისთვის და შეხვედრებისთვის. გეხმარებიან ახლობლები. მგზავრობა - მოგზაურობისთვის არაჩვეულებრივი დროა. 3-დან 10 რიცხვამდე ცოტა დაძაბული პერიოდია, თუმცა შემდეგ უკეთესი პერიოდი გელოდებათ.
♏მორიელი
შარმიდა მიზიდულობა მატულობს. ინიციატივიანი ხდებით. ინტუიცია და კრაეტიულობა მატულობს. ყოველდღე მატულობს იმუნიტეტი. ახლა თქვენი დროა. მიდექით-მოდექით და შეაწუხეთ ხალხი. ყველაფერი გამოგდით თუმცა ამბიციები გიძლიერდებათ. ლტოლვა ექსტრემისადმი დიდია.
♐მშვილდოსანი
ყველაზე რთული პერიოდი თქვენ გაქვთ. იმუნიტეტი ეცემა. შესაძლოა უცებ ფსიქო ემოციურმა ფონმა იჩინონ თავი. ასევე ალბათობაა ვალების. ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. ფარული მტრები ახლა იწყებენ მოქმედებას, შესაბამისად ენას კბილი დააჭირეთ.
♑თხის რქა
მორიელი თქვენგან მოითხოვს წესრიგს, სილამაზეს. იყავით ორიგინალურები და სპონტანურები. მეტი თავისუფალი გრაფიკით იცხოვრეთ. რეფორმების დროა. ახლებური სტილი შემოიტანეთ ცხოვრებაში.
♒მერწყული
მოგეთხოვებათ ორგანიზებულობა და დისციპლინა. ეს არის თქვენი წარმატების ფაქტორი. ასე პროფესიონალურადაც წინ წახვალთ. ყველანაირად გაქვთ სანსი განვითარებისა და წინ წასვლით. შესაძლოა თვის ბოლოს საინტერესო წინადადება მიიღოთ.
♓თვზები
მძლავრი ინტუიცია გაქვთ. გახდებით ლიდერი. გაქვთ განსაკუთრებული უნარი და შემოქმედებითი ნიჭი. კარგი დროა მოგზაურობისთვის. სპორტში იქნებით წარმატებულები. შეგიძლიათ ინტუიციაზე დაყრდნობით სწორი ნაბიჯები გადადგათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბრალდებული და მოკლული მეგობრები იყვნენ - „ჯერ ღვედაშვილს ესროლა, შემდეგ ნათია დაჭრა“
