 
        
        29 ოქტომბერს გვიან ღამით მძიმე დანაშაული მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში. კაცმა მეგობარი მოკლა, ყოფილი ცოლი კი დაჭრა.
სამართალდამცავებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის ზურა ზურაშვილი დააკავეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული კაცი თემურ (დემურ) ღვედაშვილია, დაჭრილი ქალი კი ნათია კანდელაკიშვილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ მეგობრები იყვნენ და ნათელმირონობაც აკავშირებდათ. ღვედაშვილი ციხიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო.
იგი და დაჭრილი ქალი ბოლო რამდენიმე პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ, მას მერე, რაც კაცი პატიმრობიდან გათავისუფლდა. დაკავებული კაცის ახლობლის თქმით, კანდელაკიშვილი და ზურაშვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.
„ბრალდებული და მოკლული მეგობრობდნენ, მათი ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გართულდა, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლთან მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა“.
AMBEBI.GE-ს ადგილობრივები უყვებიან, რომ მოკლული კაცი სხვა საქმეზე პატიმრობაში თითქმის 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის შემდეგაც მან და დაკავებულის ყოფილმა ცოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
„ციხიდან რამდენი დღის წინ გამოვიდა, მე როგორც ვიცი, გათავისუფლებამდე მუქარებს უთვლიდა ბრალდებულს. ოჯახის ახლობლები ვფიქრობთ, რომ ამან დაასწრო და მოკლა. მართალია ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმარს შერიგება სურდა, თუმცა ქალი უარზე იყო. ღამე ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. როგორც გავიგე, მოკლულის ოჯახში იყვნენ და იქ ესროლა ორივეს. ქალი საავადმყოფოშია. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი მიქაუტაძე იუბილარია - ფეხბურთელი 25 წლის გახდა
⭕ლაშა გურგენიძე მეუღლეს დაშორდა და მესამედ დაქორწინდა - ვინ არის მსახიობის რჩეული
⭕„სამოთხე თვითონ მოვა შენთან...“ - რას წერს გია მურღულია
წყარო: www.ambebi.ge
