20-26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირა დახუნძლულია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით, როგორიცაა ახალმთვარეობა.
„კარგია ის, რომ დედამიწა დადებით, პოზიტიურ ენერგოველშია, რაც ხელს უწყობს სიტუაციების დასტაბილურებას. მერკური გადმოსულია კუროს ზოდიაქოში, რაც დაამშვიდებს სიტუაციებს, რადგან კურო არ არის აგრესიული ნიშანი.
ურთიერთგაგება მოიმატებს, იდეების რეალიზაციაში, პარტნიორულ თანამშრომლობაში იქნება დადებითი ცვლილებები.
20 მაისს, მზემ დატოვა კურო და გადავიდა ტყუპებში. მოიმატებს აქტიურობა, ენერგიულობა, დაინტერესება ცოდნის მიღებისა.
23 რიცხვი ითხოვს ყურადღებას, რადგან გვაქვს სავსემთვარეობა, დაძაბული და რთული დღეა, ამიტომ ხუთშაბათი გაიარეთ ყურადღებით. განსაკუთრებით საჭესთან მყოფმა ხალხმა და ქვეითად მოსიარულეებმა.
24 მაისს პლანეტა ვენერა ტყუპებში მზესთან ერთად, რაც სასიყვარულო ურთიერთობებს მისცემს მეტად მსუბუქ ელფერს, უფრო მეტ იუმორს და გონებამახვილობას.
26 რიცხვში ტყუპებისთვის ხდება ძალიან სასიკეთო მოვლენები, ამიტომ ტყუპებო მოემზადეთ! კვირას გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი გადმოვა თქვენს ზოდიაქოში ერთი წლით. ეს ხდება 12 წელიწადში ერთხელ, ამიტომ რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ. ყველა სფეროში გეძლევათ წარმატების შესაძლებლობა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა სასწაული ხარ შვილო“ - სანდრო გურგენაძის შესრულებული ინდური სიმღერა „Maa Tujhe Salaam“