Digest Logo

„იქნებით უფრო ემოციური და მხარდაჭერის სურვილი გაგიძლიერდებათ...“ - 14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1771015630
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„ჰოროსკოპი — 14 თებერვალი

მთვარის დღე — 26 / 27  

მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე თხის რქაში

ვერძი

დღეს მეგობრებმა შეიძლება ფინანსური შეთავაზება გაგიკეთონ — ეს შეიძლება იყოს როგორც დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა, ისე სესხის თხოვნა თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. ნუ იჩქარებთ უარს. დაფიქრდით. კარგი დღეა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასასწრებად და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის.

კურო

დღეს სასურველია საქმეში ახალი ფერები შეიტანოთ — სხვა მიდგომა, უფრო კრეატიული იდეები ან თუნდაც კოლეგებთან სასიამოვნო საუბარი. მეგობრები გაგახარებენ ყურადღებით. ზოგი კურო შეიძლება ქველმოქმედებითაც დაინტერესდეს.

ტყუპები

აქტიური და ინტელექტუალური საქმიანობისთვის კარგი დღეა, ასევე იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი შეხედულებები. ხელსაყრელი დროა ახალი შთაბეჭდილებებისთვის — მოგზაურობა ან საინტერესო გადაცემის ნახვა.

კირჩხიბი

ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდებათ. შეიძლება გენერალური დალაგება დაიწყოთ ან გათავისუფლდეთ ზედმეტი ნივთებისგან. ურთიერთობები შეიძლება ტრანსფორმირდეს. მეგობრისგან საინტერესო შეთავაზებაც არის შესაძლებელი.

ლომი

ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიიღებს. შესაძლებელია მოულოდნელობები — ვიღაცის გამგზავრება ან დისტანცია. საყვარელი ადამიანი მეტ ყურადღებას გამოიჩენს. კარგი დღეა პაემნებისთვის, რომანტიკისთვის და შემოქმედებითი შთაგონებისთვის.

ქალწული

დღეს მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუ დაღლილობას იგრძნობთ — ნუ გადააჭარბებთ ძალებს. გააკეთეთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები. თუ შესაძლებელია, გადაანაწილეთ საქმეები ახლობლებზე ან კოლეგებზე.

სასწორი

შესანიშნავი დღეა პაემნებისთვის და რომანტიკული ნაცნობობებისთვის. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ან ბავშვებთან. არასტანდარტული აქტივობები განწყობას გააუმჯობესებს და ურთიერთობებს გააძლიერებს. შეიძლება შემოქმედებითი შთაგონებაც გაჩნდეს.

მორიელი

დღეს კარგი დროა საოჯახო საქმეებისთვის და სტუმრების მიღებისთვის. სამსახურშიც კი სასიამოვნო, გულწრფელი საუბრები გამოგივათ. იქნებით უფრო ემოციური და მხარდაჭერის სურვილი გაგიძლიერდებათ.

მშვილდოსანი

აქტიური და პროდუქტიული დღეა. კარგი დროა დოკუმენტებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და იდეების განხილვისთვის. კომუნიკაცია იქნება თბილი და საინტერესო. დაუკავშირდით მეგობრებს და ახლობლებს. ასევე ხელსაყრელია გადაადგილებები და მცირე მოგზაურობები.

თხის რქა

ფინანსური საკითხები აქტიურდება — გარიგებები, ინვესტიციების განხილვა ან ხელფასის გაზრდაზე საუბარი. შესაძლოა დაიწყოთ დაგეგმვა, სად დაისვენოთ ან როგორ გაინებივროთ თავი. ზოგს გართობა მოუნდება, სხვებს — გემრიელი სიამოვნებები.

მერწყული

კარგი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის — გარეგნობა, გარდერობი, სილამაზე. შეიძლება მოინდომოთ კოსმეტოლოგთან ან სტილისტთან ვიზიტი. სამსახურში კი ეს დრო იდეალურია ინიციატივისა და ლიდერის თვისებების გამოსავლენად.

თევზები

დღეს უფრო დასვენება მოგინდებათ, ვიდრე მუშაობა. დღის ბოლოს დიდ შვებას იგრძნობთ. შეიძლება შთაგონება მოვიდეს და შემოქმედებით საქმეს დაუთმოთ დრო. მოსალოდნელია მოულოდნელი ზარი ან ახალი ამბავი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენ თავს ბოროტებისაგან, ცოდვისაგან ვიცავთ ღმერთის სიყვარულით“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„რა ლამაზი ხარ“ - თათა ვასაძის ახალი ფოტოები და მოხიბლული გამომწერები

⭕„ისტორიული ცვლილების დღეა: სატურნი ვერძში გადადის!“ - რას წერს რამაზ გიგაური