🌺1-ელი მაისის ყვავილოვანი სავსემთვარეობა გეცნობათ გრძნობა👇
როდესაც დიდ ხანს, მთელი ძალით ეჭიდები რაღაცას და უცებ უშვებ? - ზუსტად ეს ხდება ახლა. ზამთრიდან გამოყოლილი დაძაბულობა იკლებს...
შესაძლოა, ფიზიკურადაც კი იგრძნოთ, თითქოს ბორკილები, ან მძიმე ტანსაცმელი მოიშორეთ, რომელიც მოძრაობას გიზღუდავდათ.
🌕 1-ელი მაისის ყვავილოვან სავსემთვარეობას სიმსუბუქე, შთაგონება და უფრო მასშტაბურად ფიქრისა და მოქმედების სურვილი მოაქვს.
🌸ამ მთვარეს სახელიც კი ნათელი და გაზაფხულური აქვს.
რა თქმა უნდა, მას თავისი ნაკლოვანებებიც ახლავს... აღვიძებს სურვილს, ჩაწვდე საქმის არსს, ეძებო „ხაფანგი“ იქაც კი, სადაც ის ვერ იქნება.
ეს სავსე მთვარე ნაცნობ კომფორტსა და ნამდვილ ტრანსფორმაციას შორის არჩევანს ეხება. რა შეიძლება მოხდება 30/04 - 3/05
🔹მოგინდებათ გულახდილად საუბარი
🔹ხელახლა ამოტივტივდება ძველი გრძნობები და შესაძლოა ვნებამ გაიღვიძოს (ადამიანების, ცხოვრების მიმართ)
🔹მოგინდებათ დახუროთ ძველი ისტორიები - თქვენი ცხოვრებიდან მოიშროთ ის, რასაც სიხარული, ან სარგებელობა აღარ მოქვს.
🔹მოგინდებათ განმარტოება, პრიორიტეტების გადაფასება - მიეცით თავს ამის უფლება.
რისი გაკეთება არ ღირს ახლა 👇
❌ სხვის შეტყობინებებში „ქექვა“ „მტკიცებულებების“ მოსაძებნად
❌ ეჭვიანობის, ან შიშის ფონზე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება - ის, რაც დღეს სწორად გეჩვენებათ, ხვალ შეიძლება სხვაგვარად გამოიყურებოდეს
❌ ადამიანებზე ზეწოლა და დაუყოვნებლივი აღიარების მოთხოვნა
❌ დაღლილობის იგნორირება - სხეული ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარეა
🌼ყვავილოვანმა მთვარემ უკვე დაიწყო ჩვენზე გავლენა და ეს კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნიღბების ჩამოხსნის ორი კვირა: რატომ მოითხოვს მორიელის სავსემთვარეობა ჩვენგან მხოლოდ სიმართლეს?