Digest Logo

„ითხოვეთ, რაც გსურთ! შეიძინეთ რამე 27 ცალი, მანქანების ნომრებს მიაქციეთ ყურადღება“ - 27 თებერვალი სურვილების ასრულების დღეა

1772173419
თამო შავლიაშვილი

27 თებერვალს, სურვილების ასრულების დღეა. უნდა დაწეროთ ყველა სახის წერილი, განცხადება, შუამდგომლობა, განკარგულებები, ბრძანებები ზეციურ კანცელარიაში. ითხოვეთ რაც გსურთ! შეიძინეთ დღეს რამე 27 ცალი, ეს ნივთები ჯადოსნურობას შეიძენს. 

შეგიძლიათ შეარჩიოთ რამე, რაც 27 ლარი ღირს (ან ნებისმიერი სხვა ფულის ერთეული). დღის განმავლობაში ხშირად შეხედეთ საათს და როგორც კი დაინახავთ, რომ 27 წუთი დაფიქსირდა პატარა სურვილი ჩაიფიქრეთ.

ქუჩაში სახლების, მანქანების ნომრებს მიაქციეთ ყურადღება. ჯადოსნური ციფრი დაინახეთ? მაშინვე ჩაუთქვით სურვილი.

გაიხსენეთ დღეს ვისი დაბადების დღეა და აუცილებლად მიულოცეთ. გაიხსენეთ ვინ ცხოვრობს 27 ნომერში, ესტუმრეთ, ან დაურეკეთ!

სურვილების ასრულების დღეს თქვით:

„27 რიცხვიდან! იღბალი! ფული! წარმატება! საყვარელი ადამიანი! მანქანა! სახლი! (ნებისმიერი რამ, რაც გსურთ) მაქვს!“.

არცერთი სურვილი არ გვეძლევა მისი ასრულებისთვის საჭირო ძალის გარეშე. ეს ძალა არის აქ და ახლა, ის ჩვენშია!

 ასევე დაგაინტერესებთ:

2026 წლის 3 მარტს „სისხლიანი მთვარეა“ - რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ უსიამოვნებები თავიდან ავირიდოთ

🎥 „შესაძლებელია ძველი პარტნიორების დაბრუნება, შეცდომა დაუშვით? გამოასწორეთ!“ - მიხეილ ცაგარელი მერკურის რეტროგრადულობაზე

„სხვების საქციელი მეტყველებს მხოლოდ მათზე და შენი - შენზე!შეცდომა, განსაკუთრებით მძიმე, ძირითადად ხდება ერთხელ“ - ლევან შელეგია

წყარო: www.facebook.com