Digest Logo

🎥 „შესაძლებელია ძველი პარტნიორების დაბრუნება, შეცდომა დაუშვით? გამოასწორეთ!“ - მიხეილ ცაგარელი მერკურის რეტროგრადულობაზე

1772172228
მიხეილ ცაგარელი

2026 წლის 26 თებერვლიდან 20 მარტამდე მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა თევზების ნიშანში. ასტროლოგიური ინტერპრეტაციის მიხედვით, მერკური პასუხისმგებელია აზროვნებაზე, კომუნიკაციაზე, ინფორმაციის გავრცელებაზე, კომერციაზე, მოგზაურობასა და განათლებაზე. აღნიშნული პერიოდი, ტრადიციულად, ძველი საკითხების გადახედვასა და გადაფასებას უკავშირდება.

მერკურის რეტროგრადულობასა და მიმდინარე პერიოდის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საღი, ლოგიკური მსჯელობით შევუდგეთ აღმართს, რომელიც მერკურის რეტროგრადულობასთან არის დაკავშირებული. 

მერკური (კომუნიკაციის, ცოდნის, გონების, ინტელექტის მმართველი პლანეტა) ხდება უკუმავალი.

ეს არის კოსმოსური მასწავლებელი, რომელიც გვეუბნება, რომ ამ პერიოდში სამყარო გვაძლევს საშუალებას, რაღაც გამოასწოროთ. 20 მარტამდე გეძლევათ საშუალება დაუბრუნდეთ ძველ საქმეს, პროექტს, იდეას, რაც არ განხორციელდა ან ისე არ წავიდა, როგორც გინდოდათ. გაიაზრეთ, გააანალიზეთ რატომ მოხდა, რატომ გაწყდა ძველი ურთიერთობები. შესაძლებელია ძველი პარტნიორების დაბრუნება. შეცდომა დაუშვით? გამოასწორეთ! 

სახიფათო კი არა სასწავლებელი პერიოდია. რაღაცებს ხელს უშლის, მაგალითად: ახალ საქმის დაწყებას, ძველს მიხედეთ ჯერ! 20 მარტის შემდეგ კი ბატონო.

მინუსები რასაკვირველია პერიოდს აქვს: სარისკო მოქმედებები, ტვინი არ არის მახვილი, გულმავიწყობის ელემენტი იქნება, მოიმატებს ფიქრები წარსულზე“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სხვების საქციელი მეტყველებს მხოლოდ მათზე და შენი - შენზე!შეცდომა, განსაკუთრებით მძიმე, ძირითადად ხდება ერთხელ“ - ლევან შელეგია

🎥 როგორ გამოიყურებოდა თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე „რა მაგარია, ეს ქართული სისხლის სილამაზეა“

ზოდიაქოს 4 ნიშანი, ვისზეც 3 მარტის დაბნელება განსაკუთრებით იმოქმედებს