Digest Logo

„იცით რატომ არ უნდა უსურვო ცუდი ბოროტს? რადგან ის ბოროტიც უფლის დაშვებაა და უნდა იფიქრო, რომ მშობელს უწყევლი შვილს“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1735031946
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი - ეს, ის ვრცელი ჩამონათვალია პროფესიებისა, რომელსაც ქეთევან ჯანდიერის ფლობს. ამჯერად იგი საჯარო პოსტში, რომელსაც სოციალურ გვერდზე აქვეყნებს, გამომწერებს  სხვის მიმართ გაშვებულ ცუდ სურვილებსა და ნეგატიურ ასპექტებზე ესაუბრება.

„მომინდა ეს მოსაზრება გამეზიარებინა თქვენთვის..

იცით, რატომ არ უნდა უსურვო ცუდი ბოროტს? რადგან, ის ბოროტიც უფლის დაშვებაა და უნდა იფიქრო, რომ მშობელს უწყევლი შვილს, რომელიც თავადაც იცის რომ „უვარგისია”…

ასეთი მშობელი მაინც დაიცავს თავის პირმშოს როგორი „ცუდიც“ არ უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, როგორ გავანაწყენებთ უფალს, რომ მისი შვილი, რომელიც ასე სულელურად იქცევა და გაბოროტებულია, დავუწყევლოთ…
გთხოვთ, ზედაპირულად არ წაიკითხოთ და გაიაზრეთ რასაც ვწერ…

ღმერთი თუ ვამბობთ, რომ მშობელია და ჩვენ თუ გვჯერა, რომ უზენაესი მოსამართლეა და თუ ვამბობთ, რომ ძლიერია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ისედაც უწევს რთული არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ორი ერთნაირად საყვარელი შვილიდან, რომელიღაც უნდა აცხონოს და მეორე კი „სამუდამო ცეცხლში” გაუშვას ხომ?

ეს იგივეა, დედამ არჩევანი გააკეთოს, რომელი შვილი დარჩეს ცოცხალი ორიდან, პირობითად: „ნარკომანი” თუ „სპორტსმენი” ?

როგორ მკრეხელურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ალეგორია - აზრი ასეთია.

ამიტომ, იქ სადაც ჩვენი სათამაშო ჭადრაკი არაა, ნუ დავამატებთ იმ ტიპის ენერგოიმპულსებს, რაც ისევ მრისხანებით მიგვიბრუნდება, როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს.

მშობლისთვის, ყველა შვილი - ერთია. ეს გახსოვდეთ! იმედია სწორად გამიგებთ, გააცნობიერებთ და ამ პროგრამას ერთად შევცვლით ჩვენში…“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მადლობა ზუგდიდს თბილი დახვედრისთვის! მალე აფხაზეთში ჩავატარებთ ერთად კონცერტს!“ - რა კადრებს აქვეყნებს ზურა ხაჩიძე

„მეკვლე უნდა იყოს უცხო და არა ოჯახის წევრი, შენს კეთილდღეობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული“ - ყველაფერი, რაც 2 იანვრის ბედობაზე უნდა იცოდეთ

🎥 „ავიღოთ ჩვენი ძველი მაისური, გავშალოთ, მასზე დავდგათ ჩიჩილაკი...“ - რიტუალები, რაც ახალი წლის დღეებში უნდა გააკეთოთ