2026 წლის აგვისტო მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თვე იქნება.
ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს სამი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენა ენაცვლება:
🌑 12 აგვისტოს - მზის დაბნელება ლომის 20°-ზე.
☊ 19 აგვისტოს - მთვარის კვანძები ნიშნებს იცვლიან და ქალწული–თევზების ღერძიდან ლომი–მერწყულის ღერძზე გადადიან.
🌕 28 აგვისტოს - მთვარის დაბნელება თევზების 4°54′-ზე, რომელიც ზუსტ კვადრატს ქმნის ურანთან.
დაბნელებების სეზონი ასტროლოგიაში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ხშირად სწორედ ამ დროს იწყება პროცესები, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში ეტაპობრივად ვითარდება.
ზოგისთვის ეს ახალი მიმართულების დასაწყისია, ზოგისთვის მნიშვნელოვანი დასრულება, თუმცა თითქმის ყოველთვის ეს პერიოდი ცვლილებებს უკავშირდება.
რა სფეროში ცვლილებებს? ამას სახლები გვაჩვენებს, რომელშიც ეს მოვლენები ხვდება თქვენს ნატალურ რუკაში.
მომდევნო დღეებში თითოეულ ამ მოვლენას ცალკე განვიხილავ - რას უკავშირდება მზის დაბნელება, რას ნიშნავს მთვარის კვანძების ღერძის შეცვლა, რა თემებს გამოკვეთს მთვარის დაბნელება და ვისზე აისახება ეს პერიოდი ყველაზე მეტად.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საჭიროა საკუთარი ცოდნის დაცვა ან დემონსტრირება...“ - ფენშუის სპეციალისტი აგვისტოს თილისმაზე