Digest Logo

„რა დრო მოგცა ღმერთმა და რისთვის? ამ პასუხზე ყოველი გათენებისას დაგვაფიქრებს სამყარო“ - რას წერს გია მურღულია

1785491921
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს: 

„გიფიქრია იმაზე, რა დრო მოგცა ღმერთმა?

წინასწარ ეს არავინ იცის, მაგრამ ეს დრო რომ შეზღუდულია, ყველასთვის ბავშვობიდანვე ცნობილია - მარადიულად ვერავინ ცხოვრობს.

ადამიანის ბუნება ასეთია.

მაშ ასე - ზუსტად ვიცით, რომ წუთისოფელში ყოფნის გარკვეული დრო გვაქვს.

მეორე (და მთავარი) კითხვა ასეთია: რისთვის მაქვს ეს დრო?

პასუხი შეიძლება სამნაირი იყოს:
1. არ ვიცი
2. არაფრისთვის
3. ჩემი საქმეების გასაკეთებლად.

პირველი პასუხი („არ ვიცი“) ძალიან მოსახერხებელია და პასუხისმგებლობას ადვილად ირიდებს - თუ არ ვიცი, არც არაფერი მომეკითხება.

მეორე პასუხი („არაფრისთვის“) პირველისგან შორს არ არის წასული - თუ დრო იმისთვის მაქვს, რომ უსაქმურობაში დავხარჯო (როგორც ფული, რომლის სანაცვლოდაც არაფერს მაძლევენ), მაშინ, როგორც „თორმეტ სკამში“ ამბობენ, ამაო შრომის არტელის წევრი ვარ და კვლავ რაიმე პასუხისმგებლობის მიღმა ვრჩები - როდის იყო, ლუარსაბი რამეს ივალებდა?

მესამე პასუხი („ჩემი საქმეების გასაკეთებლად“) უკვე ფიქრს მავალდებულებს: რა არის ჩემი საქმე? რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე? როგორ მოვემზადო ამ საქმეთა აღსასრულებლად? ვის წინაშე ვაგებ პასუხს მათ რაოდენობასა და ხარისხზე?

ეს კითხვები ადამიანს მაშინ უჩნდება, როდესაც სიცოცხლეს მხოლოდ არსებობად აღარ მიიჩნევს.

ამ სამ პასუხზე ყოველი გათენებისას დაგვაფიქრებს ხოლმე სამყარო.

ერთი დღე ერთი პასუხია.

დღევანდელიც ასეთია“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბიოლოგიის გამოცდაზეც ჩემმა მოსწავლეებმა უმაღლესი შეფასებები აიღეს“ - გიორგი ღოღობერიძე აბიტურიენტებზე

„საჭიროა საკუთარი ცოდნის დაცვა ან დემონსტრირება...“ - ფენშუის სპეციალისტი აგვისტოს თილისმაზე

🎥 რა თანხა გადაუხადეს ზაზა კოლელიშვილს „ნატვრის ხესა“ და „კუკარაჩაში“ შესრულებული როლებისთვის