Digest Logo

„იწყებთ სწავლას და ხვდებით, რომ ის არ გაკმაყოფილებთ, ან უფრო ღრმად იგებთ თემას...“ - რამაზ გიგაური მერკურის მოსალოდნელ „მარყუჟზე“

1761206381
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიხსნის, რაზე მიუთითებს მერკურის მოსალოდნელი „მარყუჟი“:

„რაზე მიუთითებს მოსალოდნელი მერკურის მარყუჟი?!

ციკლი:

პირველი ფაზა: 21 ოქტომბერი – 9 ნოემბერი;

მეორე ფაზა: 10 ნოემბერი – 29 ნოემბერი;

მესამე ფაზა: 30 ნოემბერი – 17 დეკემბერი. [ეს ნიშნავს, რომ რაც ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება — დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება!].

როგორ ყალიბდება რეტროგრადული პლანეტის მარყუჟი?

პირველ გავლაზე – მოვლენა იბადება (იწყება დიალოგი, კონტრაქტი, გზაში გასვლა, იდეის პირველი ფორმა. ჯერ ზედაპირული ხედვაა).

მეორეზე – დაბრუნება სცენაზე მეორე კადრით (ვხვდებით, რომ რაღაც გამოგვრჩა. ამ ფაზაზე პროცესი მეორდება, ფერხდება, მჟღავნდება, ხდება დაინტერესება-რედაქტირება. ვბრუნდებით მოვლენასთან, ვხედავთ უფრო ღრმად, ვაცნობიერებთ იმას, რაც თავიდან გამოგვრჩა და ზოგჯერ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც პირველად მოხდა).

მესამეზე — დასრულება შინაარსის გათავისებით (უკვე გათვალისწინებული შეცდომებით ვამთავრებთ და ვიღებთ შედეგს. არა კორექცია, არამედ შეჯამება. უკვე ვიცით, რატომ მოხდა ისე, როგორც მოხდა. შედეგი ფორმირდება).

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მერკურის მარყუჟის დროს?

ყველაფერზე, რაც უკავშირდება:

სწავლებას, სკოლას, მოსწავლეებს;

შეხვედრებს და ახალ ნაცნობობებს;

მოგზაურობას;

მკურნალობას;

შინაურ ცხოველებს;

მომსახურების სფეროს;

ავტომობილს, ავტოფარეხს;

სამუშაო იარაღებს;

დოკუმენტებს, ქაღალდებს, ბილეთებს;

მიმოწერას, შეტყობინებებს, ამანათებს.

ურთიერთობებს: ძმასთან, დასთან, ნათესავებთან, თანაკლასელებთან, თანამგზავრებთან, ექიმებთან, მომსახურე პერსონალთან, დამხმარეებთან.

მაგალითები:

პირველ გავლაზე - გადაწყვიტეთ რაიმე ტრენინგის, კურსის, ლექციის ყიდვა.

მეორეზე — იწყებთ სწავლას და ხვდებით, რომ ის არ გაკმაყოფილებთ, ან უფრო ღრმად იგებთ თემას.

მესამეზე — წყვეტთ სწავლას, ან თეორიიდან პრაქტიკაზე გადადიხართ.

კიდევ ერთი მაგალითი:

პირველ ეტაპზე იწყებთ მკურნალობას. მეორეზე — ხედავთ შედეგს და თუ შედეგი კარგი აღმოჩნდა — მესამე ეტაპზე სრულად განიკურნებით (თუ ცუდი — მეორეზე უკვე შეგიძლიათ მკურნალობის შეცვლა, რომ მესამეზე დადებითი შედეგი მიიღოთ).

რეტროგრადული მერკურის დროს, ანუ 10-29 ნოემბრის შუალედში არ არის რეკომენდებული:

ხელშეკრულებების / კონტრაქტების ხელმოწერა (ახალი საქმეების დაწყება, ქორწინება, ყიდვა-გაყიდვა);

მნიშვნელოვანი ფინანსური გარისკვა (განსაკუთრებით კრედიტი, ინვესტიცია, სესხის აღება);

ტექნიკის / მანქანის / ტელეფონის ყიდვა (დიდი შანსია დეფექტის, შეცდომის აღმოჩენის);

დაუდევრად მოპყრობა: პასპორტი / ბილეთები / ჩანთა (დაკარგვის მაღალი ალბათობა);

სიტყვაზე („ბრმად“) ნდობა (ინფორმაციის გადამოწმების გარეშე მიღებას მოსალოდნელია პრობლემები მოჰყვეს);

ყურადღების გარეშე მესიჯის / მეილის / პოსტის დაწერა-გაგზავნა (ამ კუთხით ყველაზე მეტი შეცდომის დაშვება სწორედ ამ პერიოდში ხდება).

მცდელობა „გავიქცე წარსულიდან“ (შეიძლება ისევ დაბრუნება მოგვიწიოს)“, - წერს რამაზ გიგაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოპა... ყოჩაღ, ეს რა ქენი“ - სალომე შარვაძის სახალისო ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ქრისტე არის შემოქმედი სამყაროსი, რომელიც ორი ბუნებით - ღვთაებრივით და ადამიანურით ავლენს საკუთარ თავს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

🎥 „აიღე შენი წელი, დააჯამე და შემდეგ ენერგიების მიხედვით მოუსმინე რას ნიშნავს“ - გაიგე რა გიბლოკავს ფინანსურ ენერგიას