იუპიტერი ასტროლოგიაში ყველაზე კეთილ და გულუხვ პლანეტად ითვლება. ის სიმდიდრის, გაფართოების და წარმატების სიმბოლოა. იუპიტერი ზრდის და აძლიერებს ყველაფერს, რასაც ეხება.
ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც იუპიტერი მოძრაობს, გვიჩვენებს, სად იქნება მიმართული ჩვენი სოციალური აქტივობა, გეგმები და იდეები.
2025 წლის 10 ივნისიდან იუპიტერი გადავიდა კირჩხიბის ნიშანში, რაც ოჯახურ ღირებულებებზე, ემოციებზე, სახლსა და უძრავ ქონებაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. ამ ნიშანში იუპიტერი ძლიერ პოზიციაშია და შეუძლია მოიტანოს კეთილდღეობა, ოჯახური სიმყუდროვე და ფინანსური ზრდა.
ასტროლოგები გვირჩევენ გავიხსენოთ პერიოდები, როცა იუპიტერი კირჩხიბში იყო:
2000 წლის 1-ელი ივლისი – 2001 წლის 13 ივლისი
2012 წლის 11 ივნისი – 2013 წლის 26 ივნისი
იმ წლებში მომხდარი მოვლენები შეიძლება, გარკვეულწილად განმეორდეს, თუმცა ახალი მიმართულებით.
პროგნოზი უმჯობესია ასცენდენტის მიხედვით წაიკითხოთ.
პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
♈ ვერძი
იუპიტერი გადადის მე-4 სახლში – ოჯახისა და სახლის სფეროში. ეს კარგი დროა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, სახლის ან მიწის შესაძენად, რემონტისათვის და ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებისთვის. შესაძლებელია ოჯახის გაფართოება ან ბავშვის დაბადება.
უარყოფით შემთხვევაში - შესაძლოა წარმოიშვას პრობლემები უძრავ ქონებასთან ან მშობლებთან დაკავშირებულ საკითხებში.
♉ კურო
იუპიტერი გადადის მე-3 სახლში – კომუნიკაციისა და ცოდნის სფეროში. ეს პერიოდი ხელსაყრელია სწავლებისთვის, უცხო ენების შესასწავლად, მოგზაურობისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. იზრდება სოციალური აქტიურობა.
უარყოფით შემთხვევაში - შესაძლებელია ინფორმაციის შეცდომა, კონფლიქტი ახლობლებთან ან წარუმატებელი მგზავრობა.
♊ ტყუპები
იუპიტერი გადადის ფინანსების მე-2 სახლში. შესაძლებელია შემოსავლის ზრდა, ბიზნესის დაწყება ან ფინანსური შესაძლებლობების გაფართოება. კარგი დროა ინვესტიციებისთვის.
უარყოფით შემთხვევაში – ზედმეტი ხარჯები ან არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებები.
♋ კირჩხიბი
იუპიტერი გადადის პირველ სახლში – პიროვნების სახლში. ეს წარმატებული პერიოდი შეიძლება გახდეს ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისი: კარიერული წინსვლა, საკუთარი ბიზნესის დაწყება, ავტორიტეტის ზრდა.
უარყოფით შემთხვევაში - შესაძლებელია ზედმეტი თვითდაჯერება და კონფლიქტები გარშემომყოფებთან.
♌ ლომი
იუპიტერი გადადის 12-ე სახლში. ეს დროა შინაგანი განვითარების, სულიერი ზრდისა და ინტუიციის გაძლიერებისთვის. შესაძლებელია ფარული დახმარება ან მხარდაჭერა მოულოდნელი წყაროებიდან.
უარყოფით შემთხვევაში – ენერგიის დაქვეითება, ინტრიგები ან საიდუმლო მტრები.
♍ ქალწული
იუპიტერი გადადის მე-11 სახლში – მეგობრებისა და საზოგადოებრივი კავშირების სფეროში. შესაძლებელია ახალი გავლენიანი მეგობრების გამოჩენა, გუნდური პროექტების წარმატება და ახალი შესაძლებლობები.
უარყოფით შემთხვევაში – მეგობრების მხრიდან იმედგაცრუება ან არასწორ ადამიანებზე დაყრდნობა.
♎ სასწორი
იუპიტერი გადადის მე-10 სახლში – კარიერისა და სტატუსის სფეროში. ეს შეიძლება იყოს პროფესიული წარმატების, დაწინაურების და აღიარების პერიოდი.
უარყოფით შემთხვევაში – კარიერული პრობლემები ან ავტორიტეტის დაკარგვა.
♏ მორიელი
იუპიტერი გადადის მე-9 სახლში. ხელსაყრელი დროა სწავლებისთვის, უცხოეთში მოგზაურობისთვის, საერთაშორისო კავშირებისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის.
უარყოფით შემთხვევაში – პრობლემები მოგზაურობასთან ან უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებში.
♐ მშვილდოსანი
იუპიტერი გადადის მე-8 სახლში. შესაძლებელია ფინანსური მოგება, მემკვიდრეობა ან პარტნიორის მხარდაჭერა. ასევე ეს პერიოდი ხშირად დაკავშირებულია სერიოზულ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან.
უარყოფით შემთხვევაში – ფინანსური დანაკარგები ან ვალებთან დაკავშირებული პრობლემები.
♑ თხის რქა
იუპიტერი გადადის მე-7 სახლში – პარტნიორობის სფეროში. ეს კარგი დროა თანამშრომლობისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის და ზოგ შემთხვევაში ქორწინებისთვისაც.
უარყოფით შემთხვევაში – კონფლიქტები პარტნიორებთან ან სამართლებრივი პრობლემები.
♒ მერწყული
იუპიტერი გადადის მე-6 სახლში – სამუშაოსა და ჯანმრთელობის სფეროში. შესაძლებელია სამსახურში დაწინაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
უარყოფით შემთხვევაში – გადაღლა ან სამუშაოს ზედმეტი დატვირთვა.
♓ თევზები
იუპიტერი გადადის მე-5 სახლში – სიყვარულის, შემოქმედებისა და ბედნიერების სფეროში. ეს დრო ხელსაყრელია რომანტიკისთვის, შემოქმედებითი წარმატებისთვის და ზოგ შემთხვევაში ბავშვის დაბადებისთვის.
უარყოფით შემთხვევაში – ფინანსური რისკები ან სკანდალები პირად ცხოვრებაში.